"დინამოს" ახალი სპორტული დირექტორი: შეცდომებიდან დასკვნები უკვე გამოვიტანეთ

AutoSharing Option
წარუმატებელი ევროკამპანიის შემდეგ, თბილისის "დინამოს" მაღალ ეშელონებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. კლუბის ახალ სპორტულ დირექტორად ლევან გაბრიჩიძე დაინიშნა. ეს ის თანამდებობაა, რომელიც უშუალოდ კურირებს სამწვრთნელო და საკადრო საკითხებს, ანუ იღებს პასუხისმგებლობას გუნდის ხარისხზე, ეფექტურ და გააზრებულ ტრანსფერებზე და ასე შემდეგ...

ამიტომაც ჩავთვალეთ, რომ დრო იყო, "დინამოს" ახალ სპორტულ დირექტორს გავსაუბრებოდით. ლევან გაბრიჩიძემ "ლელოს" კითხვებს უპასუხა...

- პირველ რიგში, აკაკი ხუბუტიას ტრანსფერზე გკითხავთ. "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ამასწინანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ გუნდში გაახალგაზრდავების პროცესი უნდა დაწყებულიყო. ცხადია, ხუბუტიას საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მას
საქართველოს ნაკრებშიც უთამაშია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ფეხბურთისთვის მისი ასაკი (30) ახალგაზრდულია...

- გეტყვით. ხუბუტიას ტრანსფერთან დაკავშირებით ასეთი სიტუაციაა - როგორც იცით, ჩვენი კლუბის 19-წლამდელთა გუნდი თამაშობს ახალგაზრდულ ლიგაზე. შესაბამისად, ახალგაზრდა მცველები ამ საპასუხისმგებლო მატჩებისთვის 19-წლამდელთა გუნდთან ერთად მოემზადებიან და ცხადია, ეს განაპირობებს მცველების დეფიციტს ძირითად გუნდში.

გაჩნდა შანსი, რომ დაგვემატებინა ისეთი გამოცდილი ცენტრალური მცველი, როგორიცაა აკაკი ხუბუტია. ის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა გუნდს, მასში არანაირი თანხა არ გადაგვიხდია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს შესანიშნავი ახალგაზრდა მცველები, მაგალითად - ლოჩოშვილი და კობოური... მაგრამ, როგორც გითხარით, ისინი ახალგაზრდულ ლიგაზე ითამაშებენ. ხუბუტია კი წლის ბოლომდე იქნება ჩვენთან და ამის შემდეგ თავის გზას მონახავს.

მას ჰქონდა რამდენიმე შეთავაზება, მაგრამ ჩვენს პირობებს დათანხმდა და მინდა, ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო.

- ესე იგი, "დინამოს" გეზი გაახალგაზრდავებისკენ უცვლელია?
- რა თქმა უნდა, ეს გეზი უცვლელია და ამის თაობაზე ისაუბრა კიდეც კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ბოლო პრესკონფერენციაზე. ჩვენ წარსულის შეცდომებიდან დასკვნები უკვე გამოვიტანეთ.

- კიდევ ხომ არ არის მოსალოდნელი "დინამოში" ახალი ფეხბურთელის ან ფეხბურთელების გამოჩენა?
- ამ ეტაპზე ვაკუუმი გაგვიჩნდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე და ამიტომაც მოვიდა ხუბუტია. მოკლე ჩემპიონატის ბოლომდე არ არის მოსალოდნელი გუნდში ახალი ფეხბურთელის გამოჩენა. სატრანსფერო ფანჯარა რომ გაიხსნება, აუცილებლად გვექნება სიახლეები და ამას ყველა ოპერატიულად გაიგებს.

ერთი რაღაც მინდა ვთქვა - ჩვენი სურვილია, "დინამოში" ყველაფერი გამჭვირვალე იყოს.

- ფაქტია, მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც ვერ დაეყრდნობით...
- რა თქმა უნდა, გუნდში საჭიროა გამოცდილი ფეხბურთელები, ახალგაზრდა მოთამაშე ხომ ვიღაცის მაგალითზე უნდა გაიზარდოს?!

- ახალგაზრდულ ლიგაზეც მინდა გკითხოთ. როგორ ემზადებიან ჭაბუკი დინამოელები ამ ტურნირისთვის და კონკრეტულად "ქაირათთან" მატჩისთვის?
- ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი გუნდი წარმატებით ითამაშებს. ვუყურებ მათ ყველა ვარჯიშს, ოფიციალურ შეხვედრასაც დავესწარი... როგორც იცით, ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან გვანცელაძეა. მისი ტაქტიკა და საქმისადმი მიდგომა ძალიან მომწონს.

- ალბათ, მეტოქეზეც გექნებათ ინფორმაცია...
- სხვათა შორის ორი წლის წინ სტუმრად ვიყავი "ქაირათის" ხელმძღვანელობასთან. სერიოზული კონსულტაციები გვქონდა. ჯერ კიდევ მაშინ ძალიან დიდი თანხები იხარჯებოდა აკადემიის განვითარებისთვის ყაზახურ კლუბში. იქაც დაახლოებით ისეთივე ყურადღება ექცევა ახალგაზრდულ სეგმენტს, როგორიც - "დინამოში". "ქაირათში" მრავლად არიან ყაზახეთის 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები. ასე რომ, მეტოქე სერიოზულია.

- ისევ დიდ "დინამოს" დავუბრუნდეთ. გამოცდილი ფეხბურთელებიდან რომელიმე ხომ არ დატოვებს გუნდს სეზონის დასრულების შემდეგ?
- "დინამოში" არიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც კარგა ხანია გუნდში თამაშობენ. ასევე, არიან ახალდმოსული მოთამაშეები. ახლა ამაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. ყველა მათგანის საკითხი შესწავლის პროცესშია.

- ბოლოს იურაი იარაბეკზე გკითხავთ...
- სადღეისოდ, ჩვენ ნდობას ვუცხადებთ იარაბეკს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
წარმატებები დინამოს, მაგრამ კაცს ფული გქონდეს და აზრზე არ იყო დახარჯვის წარმოუდგენელია, ნებისმიერი ქართველი გულშემატკივარმა იცის ვინ ვინაა საქართველოში, და ვის რა შეუძლია,/ რამოდენიმე ქართველი მწვრთნელია დღესდღეობით ვისაც მართლა შეუძლია რაღაც შედეგის დადება, ორი სეზონით ნუთუ შეუძლებელია ამ ფეღბურთელების მოყვანა , (დევდარიანი, ქეცბაია, ცხადაზე, არველაზე , გეგუჩაზე და კიდე რამოდენიმე ქართველი მწვრთნელი) დონის აწევას ელოდებით და ეს დონე ვინ უნდა აწიოს? (ბებიაჩემმაა?! ის მოკვდა უკვე კაი ხანია!) დუბლებში რო აკოტრიალებენ ბურთს ეს ქართველი ლეო მესები ჩამოიყვანე იჯარით ორი სეზონით, და მერე დაიდება შედეგი , შესაძლებელი გახდება რეალურად ევროპა ლიგაზე გასვლა, აი ასე აიწევს დონე, სხვანაირად ვერა!!!, რამდენია ესეთი დუბლშემადგენლობის ტალანტი? / არაბიზე, ზარანდია, ჭანტურია,აბურჯანია, ნუ ბევრი რა, ყველამ ვიცით და აგარ ჩამოვთვლი, იგივე ხელფასით, რომელიც არც თუ ისე ბევრია, ევროპა ლიგაზე თამაშის პერსპექტივით , და თან საკუთარი ხალხის გახარება , ამაზე მაღალი ზნეობრივი საქმე რა უნდა იყოს?! არ ჯობია საქართველოდამ პირდაპირ ისეთ ტოპ კლუბებში მიდიოდნენ , რომლებიც მუდმივად არიან ლიგაზე , და არა მისდღემში გადასარჩენად რო იბრძვიან და იქაც რო ხეხავენ.... დაფიქრდით ცოტა !!!! რავიცი, ხალხს კი გაგვიჩნდა ნევროზი თქვენი შემყურე.... / იმედია არ დამიბლოკავთ ...
Vasili
17 სექტემბერი 2016 12:40
0
ახალო დირექტორო.
ფიფას ბიჭი და ფიფია გადიგიწყვეტს მანდ ყველაფრს შენ არავინ არეფერს შეგეკითხება.
გარემოცვაში და დირექტორატში ბარდაგი გაქვთ.და რაც მთვარარია.
დინამოს სიყვარული არ აქვთ არავის მენეჯმენტში.
და ეგ არის მთავარი.
al
17 სექტემბერი 2016 12:23
0
რომან ფიფიასხელში დინამო შეცდომას შეცდომაზე უშვებს, იგივე გაგრძელდება სანამ თვითონ რომან ფიფია არ გაივლის ტრენინგ აზერბაიჯანში, თორე თვითონ ფიფია აზრზე არაა თუ როგორ გააძლიეროს გუნდი
dato
17 სექტემბერი 2016 12:00
0
ერთ რუსულ გამოთქმას მოვიშველიებ დინამოს მენეჯმენტის შესაფასებლად - "... ვის რაში აინტერესებთ საერთოდ. ხალხი დაიღალა ლოდინით. უკვე ყველა ზღვარის დროის კუთხით გადალახულია. მოკლედ, ფიფია............
nugo
17 სექტემბერი 2016 11:26
0
ხო სადღეისოდ სანამ ზამთარი მოვა მგონი თვითონ ფიფიამაც თქვა გამოცდილ და კვალიფიციურ მწვრთნელს დავნიშნავო
svani
17 სექტემბერი 2016 11:15
0
Balvanizacia
Jibuta
17 სექტემბერი 2016 11:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული