დავით მუჯირი: "მერანსა" და "რუსთავს" გარიგებული მატჩისთვის სანქციები დაეკისრათ

AutoSharing Option
დღეს, 16 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში გამოვლენილ გარიგებულ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა.

"პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო, რომ არასასიამოვნო საკითხზე სასაუბროდ შევიკრიბეთ აქ. ეს ისეთი პრობლემაა, რომელიც ქართულ ფეხბურთს ავნებს როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთაც, ამიტომ მსურს მის მოგვარებაზე ერთად ვიზრუნოთ.

კიდევ ერთხელ მსურს, ქართული ფეხბურთის წარმომადგენელთა გასაგონად ვთქვა, რომ წავიდა ის დრო, როცა მსგავსი ქმედებისთვის გუნდები არ ისჯებოდნენ.

კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება: გუშინ სფფ-ში
რამდენიმე საკითხი განვიხილეთ. ერთ-ერთ საკითხად განვიხილეთ 8 სექტემბერს პირველი ლიგის მატჩი "მერანსა" და "რუსთავს" შორის ("მერანმა" 2:1 იმარჯვა). კარგად იცით, რომ ორივე გუნდი უმაღლეს ლიგაში ადგილის მოსაპოვებლად იბრძვის.

უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის შედეგად მომზადებული რაპორტი სფფ-ის სამართლიანობის დაცვის სამსახურმა მიაწოდა სადისციპლინო კომიტეტს. ეს მატჩი იყო გარიგებული ხასიათის. სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა ამ მატჩზე, განიხილა და სანქციები დააკისრა გუნდებს.

ორივე გუნდს ამ მატჩში მარცხი ჩაეთვლება - 0:3. ორივე გუნდს ჩემპიონატში დააკლდება 6-6 ქულა და ორივეს ჯარიმის სახით 10 000 ლარი დაეკისრება. ამასთან, სფფ-მ შუამდგომლობით მიმართა ფეხბურთის განვითარების ფონდს, რომ სანამ შსს განიხილავს ამ საქმეს ორივე კლუბს შეუჩერდეს დაფინანსება.

დღევანდელი დღიდან, კონკრეტული თამაშის ვიდეოფირის შესასწავლად შეიქმნება საფეხბურთო ექსპერტთა ჯგუფი. ჩვენ გავაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას და ყველა, ვინც ქართულ ფეხბურთს ავნებს, აუცილებლად დაისჯება", - განაცხადა მუჯირმა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
კარგია
giorgi
23 სექტემბერი 2016 10:05
0
Rati- შენ ვინა ხარ ხომ არ გვეტყვი?...რა გაგიკეთებია ფეხბურთისათვის ან თUნდაც ნებისმიერ სხვა სფეროში რისთვის მიგიღწევია? ...
murtalo
23 სექტემბერი 2016 01:45
0
კარგია, გვანახეთ ეს მექრთამეები, ბოლომდე გვანახეთ!
სხვებიც იქნებიან, არც იმათ დააფაროთ ხელი!
სიმართლე
17 სექტემბერი 2016 09:17
0
Saidan askvnit ROM mujiri martals ambobs, Margo xalxo informative vinc avrcelebs martals ki AR ambobs aucileblad Vin ..mujiri ROM vendot tvaldaxuchuli. Saxeli simartles AR nishnavs da principshi an ra saxel aqvs mujirs
Rati
16 სექტემბერი 2016 15:51
0
პირველი ლიგა სამოყვარულო გახდება ფსონები რომ აღარ მიიღონო ხომ ითქვა და რა ხდება ამასთან დაკავშირებით არავინ იცის?
4th
16 სექტემბერი 2016 15:46
0
ნამდვილი ფეხბურთი არ იქნება არასდროს თუ არ აიკრძალა ტოტალიზატორები, ამის ნათელი მაგალითი იყო გუშინდელი თამაში ისრაელში. ყველა საშუალო დონის ფეხბურთელი (და არა მაღალი დონის, როგორც ამას შ. არველაძეს უწოდებენ) ვერ ხდება მაღალი დონის მწვრთნელი. ასეა ეს!
გია
16 სექტემბერი 2016 15:45
0
ძირს ფეხბურთის მტრები!!! მალე აბა დავერიოთ ამ თაღლითებს
DINAMO
16 სექტემბერი 2016 15:10
0
მსუბუქი სასჯელია უფრო მძიმე სასჯელს იმსახურებს ვინც ამ ჩაწყობილ თამასში მიიღო მონაწილეობა სამუდამო დისკვალიფიკაცია და კლუბების მოკვეთა მინიმუმ 5 წლით. მაგალითად უნდა იქცეს ესეთი სასჯელი რათა სხვა კლუბებმა არ იფიქროს თამაშების ჩაწყობაზე
სამტრე
16 სექტემბერი 2016 14:59
0
სფფ ხელს არ აფარებს და მეტი რაქნას???
xorxe
16 სექტემბერი 2016 14:25
0
სი ეს არის ქართული ფეხბურთის ნამდვილი სახე!
levan
16 სექტემბერი 2016 14:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული