დავით მუჯირი: "მერანსა" და "რუსთავს" გარიგებული მატჩისთვის სანქციები დაეკისრათ

AutoSharing Option
დღეს, 16 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში გამოვლენილ გარიგებულ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა.

"პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო, რომ არასასიამოვნო საკითხზე სასაუბროდ შევიკრიბეთ აქ. ეს ისეთი პრობლემაა, რომელიც ქართულ ფეხბურთს ავნებს როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთაც, ამიტომ მსურს მის მოგვარებაზე ერთად ვიზრუნოთ.

კიდევ ერთხელ მსურს, ქართული ფეხბურთის წარმომადგენელთა გასაგონად ვთქვა, რომ წავიდა ის დრო, როცა მსგავსი ქმედებისთვის გუნდები არ ისჯებოდნენ.

კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება: გუშინ სფფ-ში
რამდენიმე საკითხი განვიხილეთ. ერთ-ერთ საკითხად განვიხილეთ 8 სექტემბერს პირველი ლიგის მატჩი "მერანსა" და "რუსთავს" შორის ("მერანმა" 2:1 იმარჯვა). კარგად იცით, რომ ორივე გუნდი უმაღლეს ლიგაში ადგილის მოსაპოვებლად იბრძვის.

უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის შედეგად მომზადებული რაპორტი სფფ-ის სამართლიანობის დაცვის სამსახურმა მიაწოდა სადისციპლინო კომიტეტს. ეს მატჩი იყო გარიგებული ხასიათის. სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა ამ მატჩზე, განიხილა და სანქციები დააკისრა გუნდებს.

ორივე გუნდს ამ მატჩში მარცხი ჩაეთვლება - 0:3. ორივე გუნდს ჩემპიონატში დააკლდება 6-6 ქულა და ორივეს ჯარიმის სახით 10 000 ლარი დაეკისრება. ამასთან, სფფ-მ შუამდგომლობით მიმართა ფეხბურთის განვითარების ფონდს, რომ სანამ შსს განიხილავს ამ საქმეს ორივე კლუბს შეუჩერდეს დაფინანსება.

დღევანდელი დღიდან, კონკრეტული თამაშის ვიდეოფირის შესასწავლად შეიქმნება საფეხბურთო ექსპერტთა ჯგუფი. ჩვენ გავაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას და ყველა, ვინც ქართულ ფეხბურთს ავნებს, აუცილებლად დაისჯება", - განაცხადა მუჯირმა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
კარგია
giorgi
10:05 23-09-2016
0
Rati- შენ ვინა ხარ ხომ არ გვეტყვი?...რა გაგიკეთებია ფეხბურთისათვის ან თUნდაც ნებისმიერ სხვა სფეროში რისთვის მიგიღწევია? ...
murtalo
01:45 23-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული