გამოცდილი მცველი, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 20 მატჩი აქვს ჩატარებული, "დინამოს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი წლის ბოლომდე გააფორმა და მის ღირსებას 35-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
აკაკი ხუბუტიას ბოლო კლუბი სლოვაკეთის "ზემპლინი" იყო, სხვადასხვა დროს კი ის ლიტვური "კაუნასის", რუმინული "გაზ მეთანის", თურქული "სამსუნსფორის", რუსული "მორდოვიასა" და ბერძნული "კერკირას" ღირსებას იცავდა. აღსანიშნავია, რომ მცველს საქართველოს ჩემპიონატში აქამდე არასდროს უთამაშია.
წარმატებები ხუბუტიას და დინამოს!