ოფიციალურად: აკაკი ხუბუტია თბილისის "დინამოს" ღირსებას წლის ბოლომდე დაიცავს

AutoSharing Option
30 წლის მცველი აკაკი ხუბუტია ოფიციალურად თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისური კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

გამოცდილი მცველი, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 20 მატჩი აქვს ჩატარებული, "დინამოს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი წლის ბოლომდე გააფორმა და მის ღირსებას 35-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

აკაკი ხუბუტიას ბოლო კლუბი სლოვაკეთის "ზემპლინი" იყო, სხვადასხვა დროს კი ის ლიტვური "კაუნასის", რუმინული "გაზ მეთანის", თურქული "სამსუნსფორის", რუსული "მორდოვიასა" და ბერძნული "კერკირას" ღირსებას იცავდა. აღსანიშნავია, რომ მცველს საქართველოს ჩემპიონატში აქამდე არასდროს უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ხუბუტია მშვენიერი შენაძენია. უბრალოდ ფორვარდის დამატებაა ასევე აუცილებელი. ვაწაძე რომ დაემატებინათ კარგი იქნებოდა.
წარმატებები ხუბუტიას და დინამოს!
Nika
13:07 18-09-2016
0
ფორვარდი არ გინდათ? გოლები ვინ უნდა გაიტანოს? ლობჟანამ, ამისამ და ხუბუტამ??
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული