უმაღლესი ლიგა. VI ტური: კახა ჩხეტიანმა "ტორპედოს" მოაგებინა

AutoSharing Option
დღეს, 17 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურის ხუთი შეხვედრა გაიმართა.

დღის ბოლო თამაში ქუთაისში ჩატარდა, სადაც "ტორპედომ" "ცხინვალი" მიიღო და ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმა - 3:1. აღსანიშნავია, რომ "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის რანგში ეს სადებიუტო მატჩი იყო ამ გუნდის ყოფილი ფეხბურთელისთვის კახა ჩხეტიანისთვის.

ტური კი კვირას, "ზუგდიდისა" და "საბურთალოს" დაპირისპირებით დასრულდება, რომელიც ზემო ეწერის მოედანზე 16:30 სთ-ზე დაიწყება.

უმაღლესი ლიგა. VI ტური
თეთრი ჯგუფი
17.09. ივანწმინდა
ჩიხურა-გურია 1:2
გოლები: 0:1, 0:2 ევგენი მურაშოვი (პენ.16, 33), 1:2 საბა ლობჟანიძე (83).

17.09. თბილისი. მიხეილ მესხი
ლოკომოტივი-დინამო (თბ) 0:0

17.09. ქუთაისი. რამაზ შენგელია
ტორპედო-ცხინვალი 3:1
გოლები: 0:1 გიორგი კახელიშვილი (5), 1:1 ბექა ტუღუში (37) 2:1 გიორგი გურული (67), 3:1 თორნიკე კაპანაძე (69).

წითელი ჯგუფი
17.09. გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა-სამტრედია 1:2
გოლები: 1:0 ალეკო გამცემლიძე (61), 1:1 ბაჩანა არაბული (79), 1:2 გიული მანჯგალაძე (87).

17.09. ქობულეთი. ჩელე არენა
დინამო (ბთ)-სიონი 0:0

18.09. ზემო ეწერი. 16:30
ზუგდიდი-საბურთალო

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული