13:10 19-09-2016
ლოკომოტივი-დინამო(თბ) 0:0 - როცა არც გამხნევებენ, არც გიყურებენ... [VIDEO]
AutoSharing Option
მოლოდინის მიუხედავად, გარდამავალ ჩემპიონატს ჯერ ბევრი მაყურებელი არ ჰყავს და არც ტელევიზიები სწყალობენ...
წარმოიდგინეთ თავი იმ ფეხბურთელების ადგილას, როცა მათ თამაშს ლამის ვარჯიშის დატვირთვა აქვს, ხალხი კი არათუ არ ამხნევებს, მეტიც - არ უყურებს. იმის თქმა, რომ შაბათს "მიხეილ მესხზე" გამართული შეხვედრა მხოლოდ ამიტომ არ იყო სანახაობრივი, სასაცილო იქნება. მაგრამ ფაქტია, რომ სავსე სტადიონი მოთამაშეებისთვის ყველაზე დიდი სტიმულია, მათ გარეშე კი ემოცია აკლდება.
დასაწყისში ტემპი დაბალი იყო და ფეხბურთელები დუნედ მოძრაობდნენ. უპირატესობას "დინამო" ფლობდა, რომელიც ბურთის გაგორებას მეტოქესთან შედარებით სწრაფად ახერხებდა, მაგრამ შაბათს "ლოკომოტივის" მეკარე რევაზ თევდორაძე გასაოცრად მოქმედებდა, კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული თამაში ჩაატარა და ეს უფერული შეხვედრა გაალამაზა.
საწყის წუთებში "ლოკომოტივის" კარის აღება ორჯერ სცადა ჯაბა ჯიღაურმა, რომელიც წლეულს "დინამოში" ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლოა - განსაკუთრებით სახიფათო მისი მეორე შეტევა გამოდგა, მაგრამ სტეფან ველევის ფლანგური გადაცემის დაგვირგვინებაში ხელი თევდორაძემ შეუშალა და გუნდი გოლისგან იხსნა.
"ორჰუსის" ექსთავდამსხმელმა მათე ვაწაძემ საქართველოს ჩემპიონატში ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა. მან ლოკომოტიველთა პირველი სახიფათო შეტევის დაგვირგვინება სცადა, როცა საჯარიმოს სიახლოვეს მყოფმა კარში დაარტყა, თუმცა გიორგი ლომაია ბურთს იოლად დაეუფლა.
მიუხედავად იმისა, რომ ვაწაძე ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არ არის, მცველებს პრობლემებს მაინც უქმნიდა - პირველ ბურთს იღებდა, იბრძოდა, დაცვას ეხმარებოდა, ბევრს მოძრაობდა და მოედნის სიღმიდან ცდილობდა შეტევის წამოწყებას, რადგან მისი თანაგუნდელები მეტოქის კართან მიახლოებას და გადაცემებით მის მომარაგებას ვერ ახერხებდნენ.
ამიტომ, იშვიათ შეტევებს საჯარიმოს გარედან დარტყმით ასრულებდნენ: მაგალითად, 31-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ 20-ოდე მეტრიდან დაარტყა და ბურთი მეკარის იოლი ნადავლი გამოდგა.
35-ე წუთზე თევდორაძემ მასპინძლები კიდევ ერთხელ გადაარჩინა: მარცხნიდან საჯარიმოში შეჭრილმა ლადო დვალიშვილმა ცენტრში ჯაბა ჯიღაურს უპასა, რომლის დარტყმაც "ლოკოს" კიპერმა ნახტომში მოიგერია, დამატებაზე კი მათე ცინცაძის გასროლას გადაეღობა.
37-ე წუთზე, როგორც იქნა, საჯარიმოში ბურთი ვაწაძეს გადააწოდეს, მაგრამ მასპინძელთა ფორვარდს ფეხი დაუსრიალდა და მშვენიერი მომენტი იმით დასრულდა, რომ ბურთი მცველმა მოიგერია.
ტაიმის ბოლოს "დინამოს" ანგარიშის გახსნის კიდევ ერთი შანსი მიეცა, მაგრამ გიორგი პაპუნაშვილს მცველი გადაეღობა და ვითარება განმუხტა.
მეორე ნახევარში "ლოკომოტივში" ცვლილება მოხდა და მოედანზე ლუკა ზარანდია გამოვიდა, რომელმაც შეტევები კი გაამწვავა, თუმცა მასპინძლებმა ამით მაინც ვერ იხეირეს.
მეორე ნახევარი იმით დაიწყო, რომ ჩემპიონთა მორიგი შეტევის შემდეგ ანგარიშის გახსნა კიდევ ერთხელ სცადა ჯიღაურმა, რომლის ძლიერ დარტყმულს ისევ თევდორაძე გადაეღობა და "ლოკომოტივი" კიდევ ერთხელ გაადარჩინა.
იგივე მოხდა რამდენიმე წუთშიც - "დინამოს" ფლანგურ შეტევას ლაშა პარუნაშვილი აგვირგვინებდა, თევდორაძემ კი ბურთი "ცხრიანიდან" მოხსნა. უშედეგოდ დასრულდა გიორგი პაპუნაშვილის შეტევაც.
ბოლო წუთებზე, სტეფან ველევის დარტყმის შემდეგ ბურთს გიორგი ხიდეშელი გადაეღობა. დინამოელთა აზრით, მცველს ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტს ითხოვდნენ. მაგრამ არბიტრმა თამაში გააგრძელა.
93-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან პარუნაშვილის მიერ ჩაწოდებული ბურთი კარისკენ თავით ცინცაძემ გაგზავნა, მაგრამ მიზანს მცირე მანძილით ააცილა და "დინამომ" მეტოქის კარის აღების ბოლო შანსიც ხელიდან გაუშვა.
უპირატესობის მიუხედავად, "დინამომ" მატჩი 0:0 დაასრულა, ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო, საჩხერეს "ჩიხურას" წაგებით ვერ ისარგებლა და ლიდერობის დაბრუნების შანსი ხელიდან გაუშვა.
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VI ტური. თეთრი ჯგუფი
17.09. თბილისი. მიხეილ მესხი
ლოკომოტივი-დინამო თბ 0:0
ლოკომოტივი: თევდორაძე, გაბაძე, გეთიაშვილი, ხიდეშელი, ჩიტეიშვილი, კუხიანიძე, კლიმიაშვილი, ჩაგელიშვილი (69. გ. ფოფხაძე), დიასამიძე, ქიქავა (46. ზარანდია), ვაწაძე (75. ცხადაძე).
სათადარიგოები: კუპატაძე, სამურკასოვი, ნ. ჭანტურია, ბ. მახარაძე
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა მულეტი
დინამო: ლომაია, ველევი, რენე ფერეირა (77. ზ. ჭელიძე), ამისულაშვილი, უ. ლობჟანიძე, ჯიღაური, პარუნაშვილი, ცინცაძე, ჭანტურიშვილი, პაპუნაშვილი, დვალიშვილი (87. მიქელთაძე).
სათადარიგოები: სკრიბე, გ. თევზაძე, ლილუაშვილი, ზარია, ნემსაძე
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
გაფრთხილებები: დვალიშვილი (19), ქიქავა (37), ცინცაძე (55)
არბიტრი: ლ. სილაგავა.
მომდევნო ტური
თეთრი ჯგუფი
25 სექტემბერი
ცხინვალი-ჩიხურა
შუქურა-ლოკომოტივი
დინამო (თბ)-ტორპედო
გურია ისვენებს.
წითელი ჯგუფი
24 სექტემბერი
საბურთალო-დინამო (ბთ)
25 სექტემბერი
სამტრედია-ზუგდიდი
კოლხეთი-დილა
სიონი ისვენებს.
ბომბარდირები
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 6
თ. შონია (დინამო ბთ) 5
ჯ. დვალი (ცხინვალი) 4
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 4
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
დინამოს სისუსტეები ჩემპიონატშიდაც გამოჩდა აგერ ზედიზედ 2 ფრე ითამაშა გუნდმა,პაოკის და დინამო ზაგრების დამარცხებაზე ხო ზედმეტი იყო ლაპარაკი.დინამომ ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად უნდა მოიყვანოს სამხრეთ ამერიკიდან საშუალო დონის ლეგიონერები, ამისთვის სულაც არ არის 10 მილიონის გადახდა საჭირო,არიან ისეთი ფეხბურთელები იქ რომლებიც გაცილებიტ იაფი დაჯდებიან და დინამოსაც მნიშვნელოვნად გააძლიერებენ,ამისთვის კარგი სელექციონერები არიან საჭირო დინამოში. თან მუშაობა აქედანვე უნდა დაიწყონ ევრო ტურნირებისთვის.
0
0
BRAVO TEVDORADZE !! NAKREBIS DONIS MEKARE KAVS LOCOMOTIVS
0
0
თბილისში უნდა აიკრძალოს ყველა კლუბი დინამოს გარდა ჯერ დინამოზე სუ რა ხალხი მიდის და აქ ხო საერთოდ საშინელი სიტუაციაა,ფეხბურთელები დარწმუნებული ვარ უფრო უგულოდ თამაშობენ.
0
0
სადაც გულშემატკივარი დადის და ნამდვილი საფეხბურთო ზეიმია იქ კლავენ ფეხბურთს და საბოლოოდ დარჩება თბილისის ჩემპიონატი სადაც როგორც სწორად ახსენეთ ვარჯიში სახე ექნება თამაშებს.
0
0
kvela tamashze magrad dgas tevdoradze,magali klasis mekarea
0
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული