16:26 22-09-2016
მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]
AutoSharing Option
დახურულ შეხვედრაზე ფეხბურთის ფედერაციამ 2016 წლის 8 სექტემბერს გამართული მარტვილის "მერანისა" და "რუსთავის" მატჩის ამსახველი ვიდეო მასალა გააცნო ჟურნალისტებს, რომელიც სფფ-ის სპორტული სამართლიანობის სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში შექმნილმა საფეხბურთო ექსპერტთა ჯგუფმა დაამუშავა.
აღნიშნული ვიდეო-მასალა, რომელიც იმ მონაკვეთებს მოიცავს, რაზეც ექსპერტთა ჯგუფმა გაამახვილა განსაკუთრებული ყურადღება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გადაეცათ მედიის წარმომადგენლებს.
სფფ-სა და შსს-ს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქმე გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც.
შეგახსენებთ, რომ სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურის მიერ აღნიშნული საკითხის გამოძიება გრძელდება.
- დანაშაული, სასჯელი და აფთიაქარის სასწორი - გარიგებული მატჩები ქართულ ფეხბურთში
- მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]
- "რუსთავის" დირექტორი: "ბარსელონა" აგებს შინ და ჩვენ თუ მარტვილში ვაგებთ, გარიგებაა?!
- დავით მუჯირი: "მერანსა" და "რუსთავს" გარიგებული მატჩისთვის სანქციები დაეკისრათ
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ესეთები ვართ ნუ გგონიატთ რო ესე არ ვთამაშობთ
0
0
უნდა მოიკვეთონ და სხვები ჭკუას ისწავლიან..
0
0
ძალიან გაგვეხარდა კიდევ 22 ახალი საფეხბურთო გუნდი შეიქმნა საქარტველოშიო. აი რისთვის შეიქმნა, 90 წუთი გამოხვალ მოედანზე და 250 მლნ დან ხელფასი გარანტირებული გაქვს. კარგია, რომ სახელმწიფო ეხმარება ფეხბურტის განვითარებას, მაგრამ სასწრაფოდ მოსაზებნის წესები, რომლებიც აღკვეთს ბიუჯეტიდან ფულის გასაკეთებელ ასეთ მაიმუნობებს. საერთოდ მგონია ჩვენს მდგომარეობიდან გამომდინარე, უკეთესი იქნება, თუ სამოყვარულო ფეხბურთზე გადავალთ. ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფულს კი სპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოვახმართ.
0
0
მერანი მეორე ლიგასი უნდა დაექვეიტებიატ,,გუნდის უფროსი კი ვინმე ბაკურია საერტოდ უნდა მოკვეტოტ ქარტული ფეხბურტიდან..
0
0
ლუკა, ეგ არის ზუსტად საბჭოთა ფსიქოლოგია, საკუთარ უვარგისობას და სახელმწიფოს გაღლეტას სხვას რომ აბრალებდნენ. ანუ ჯერ მაღალი ხელფასი გადაუხადონ და მერე უყურონ, ვინ რისი მაქნისია? აბსურდი ))) ითამაშონ და ძლიერ ფეხბურთელს პირველ ლიგაში კი არა, უმაღლესშიც არავინ გააჩერებს. მაგრამ რომელს აქვს ამის თავი? რისი თავიც აქვთ, ამ ვიდეოში კარგად ჩანს - მაიმუნობის და მასხარაობის, სხვას ამას ვერ დაარქმევ კაცი.
0
0
6-6 ქულა ცოტაა,ორივე გუნდი უნდა მოხსნა გათამაშებიდან.კიდე აქეთ იძახიან უსამართლოდ გვსჯიანო,რა ნამუსით იღებენ ხმას.
0
0
ქვეყნის როგორ არ რცხვენიათ, ან ოჯახის ან მეგობრების,დღეს ყველას უჭირს და ზედმეტი ფული ყველას უნდა,მაგრამ გააჩნია რა გზით მიიღებ. მის თავს არ სცემს პატივს ამხელა ადამიანი, წლებია ფეხბურთს თამაშობენ და ასეთ საქციელს როგორ ჩადიან. ალბათ პროფესიონალი გონიათ თავი და ეგონათ ვერავინ შეამჩნევდა. ვინც მოედანზე არ ჩანს და გარიგებებს ახორციელებს მაგათზე აღარ ვსაყბრობ.
0
0
მერანი რა შუაშია ვერ ვხვდები?ხო არ დატუქსავდნენ რუსთაველებს რატო არ დარბიხართო
0
0
იმეედია შემდგომი ძიება კიდევ მეტ ნათელს მოფენს ვითარებას, კადრები დამაჯერებელია, თუკი ბრალდება დადასტურდა, ვალერი კილასონია და ბადრი მაჭავარიანი უმკაცრესად უნდა დაისაჯნონ, ძალზედ სამწუხარო ამბავი კი არის!
0
0
ყველა გასაროზგია აბსოლიტურად, ყველა!! არა რა, ამათი საშველი არ ყოფილა და არც იქნება. ყველაფრის სურვილს დაგიკარგავენ ეს უდღეურები.
0
0
< წინა1234შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული