მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის დახურული შეხვედრა გაიმართა.

დახურულ შეხვედრაზე ფეხბურთის ფედერაციამ 2016 წლის 8 სექტემბერს გამართული მარტვილის "მერანისა" და "რუსთავის" მატჩის ამსახველი ვიდეო მასალა გააცნო ჟურნალისტებს, რომელიც სფფ-ის სპორტული სამართლიანობის სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში შექმნილმა საფეხბურთო ექსპერტთა ჯგუფმა დაამუშავა.

აღნიშნული ვიდეო-მასალა, რომელიც იმ მონაკვეთებს მოიცავს, რაზეც ექსპერტთა ჯგუფმა გაამახვილა განსაკუთრებული ყურადღება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გადაეცათ მედიის წარმომადგენლებს.

სფფ-სა და შსს-ს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქმე გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც.

შეგახსენებთ, რომ
სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურის მიერ აღნიშნული საკითხის გამოძიება გრძელდება.

- დანაშაული, სასჯელი და აფთიაქარის სასწორი - გარიგებული მატჩები ქართულ ფეხბურთში
- მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]
- "რუსთავის" დირექტორი: "ბარსელონა" აგებს შინ და ჩვენ თუ მარტვილში ვაგებთ, გარიგებაა?!
- დავით მუჯირი: "მერანსა" და "რუსთავს" გარიგებული მატჩისთვის სანქციები დაეკისრათ

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 33 /
me mgonia aq injia rom opoziciashia magis Gamo xdeba eg yvelaferi
tbiliseli23
23 სექტემბერი 2016 15:05
0
მთელი ქართული ფეხბურთი სიარული არ არის, რა გაგიკვირდათ?
მარი
23 სექტემბერი 2016 12:58
0
ჩემი აზრით ეს საზიზღრობა უფრო მეტად უნდა იქნეს სანქცირებული და საფეხბურთო ოჯახმა უნდა ამოიღოს ხმა ეგეთ ფაქტებზე. ყველაზე დიდი უსამართლობა ის არის რო ჩვენ, საზოგადოება ამას ჩვეულებრივად ვიღებთ. ეს უბრალოდ სამარცხვინო ფაქტი არ არის, ეგ სამშობლოს ღალატია როცა ამას მომავალ თაობას აყურებინებ. ცნობისთვის ისე ამ ვიდეოს +18 უნდა ედოს და სამომავლოდ იმედია თუ რამ იქნება მსგავსი ფაქტი ასევე გამოვლინდება.
Givi
23 სექტემბერი 2016 11:06
0
ეს თუ ჩაწყობილი არ იყო, აბა რა იყო მაშინ.
რომელიმე ელ კლასიკო ვისაც ჩაწყობილი ჰგონია ფეხბურთის აზრზე არ არის. მე ასე მგონია.
ირაკლი
23 სექტემბერი 2016 10:35
0
...
givi
23 სექტემბერი 2016 10:30
0
მოკვეთეთ ორივე და დააბრუნეთ ზესტაფონი, ხალხს ენატრება ზესტაფონში ფეხბურთი, სირცხვილია სირცხვილი....
გიორგი
23 სექტემბერი 2016 10:09
0
რა ჩაწყობაზეა ლაპარაკი საქართველოში? კიმარა გრანდები და ფინალები არის ჩაწყობილი და ტოტალიზატორების მაფია არის გამეფებული მსოფლიოში და დაშალეთ მაშინ ფეხბურთი საერთოდ. კაით რა თუ ფეხბურთელებს მეტი არ შეუძლიათ და საქართველოში და კიდე პირველ ლიგაში აბა რაგინდათ ელკლასიკო ითამაშონ?
გიო
23 სექტემბერი 2016 09:34
0
ამაზრზენია!!!!!!!!!!!!!! ვინც სტადიონზე იყო ყველას უნდა აუკრძალო ფეხბურთის თამაში!!!! მსაჯიან მწვრთელიან ფეხბურთელებიან მაყრებლებიანად!
დინამო
23 სექტემბერი 2016 09:27
0
ეს ტუ გაკეტებული ტამასი არ იყო მტლად დაგუპულები ვყოფილვარტ
შოთა გუგეშაშვილი
23 სექტემბერი 2016 07:26
0
ამაშიც რომ უნიჭოები არიან))) ორივე გუნდის შემადგენლობა თავიანთ მწვრთნელ პრეზიდენტიანად უნდა მოიკვეთონ სამუდამოდ ფეხბურთიდან და სხვა ვეღარ გაბედავს!!!!!!!!!
jotia
23 სექტემბერი 2016 00:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული