სამტრედიელთა პირველივე სახიფათო შეტევას გოლი მოჰყვა: ბურჯანაძის ჯარიმის შემდეგ
ქვემოქართლელები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ და მცირეოდენ სათამაშო უპირატესობასაც დაეუფლენ, მაგრამ რეალურ მომენტებს ვერ ქმნიდნენ. ბოლნისელები იერიშების დროს აქტიურად იყენებდნენ ფლანგებს, 34-ე წუთზე შეტევაში კობაური ჩაერთო, მან მარჯვენა ფრთიდან საპირისპირო მხარეს გახსნილ ჩირიკაშვილს ჩაუწოდა, სამტრედიელთა მეკარე უხეშად შეცდა და ჩირიკაშვილმა მახვილი კუთხიდან კარში გაგზავნა ბურთი, სამტრედიელთა იღბლად იქვე ჩხიკვაძე აღმოჩნდა და ბურთი დაუცველი კარიდან გამოიტანა. მასპინძლები ამ ეპიზოდში კი გადაურჩნენ გაშვებულ გოლს, მაგრამ ტაიმის მიწურულს მეკარისა და მცველების შეუთანხმებელი თამაშის გამო მაინც დაისაჯნენ: 40-წუთზე ჩირიკაშვილის ფლანგურ გადაცემას ჯიქიას თავური დარტყმა მოჰყვა და ანგარიში გათანაბრდა - 1:1.
გოლამდე სამტრედიელებს ჰქონდათ ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, 35-წუთზე ჯარიმიდან ბურჯანაძის ჩაწოდების შემდეგ ბაკარანძე თავით ურტყამდა და მეკარე ბობღიაშვილმა ლამაზი ნახტომით იხსნა ქვემოქართლელები.
მეორე ტაიმის საწყისი წუთები ბოლნისელთა კარნახით მიმდინარეობდა, თუმცა მალე უპირატესობა ადგილობრივი ქომაგებისგან შეგულიანებული სამტრედიელების ხელში გადავიდა. მასპინძლებს რომ გამართლებოდათ გოლსაც გაიტანდნენ. მათ, საამისო შანსი ზედიზედ ორჯერ მიეცათ. 59-წუთზე სამტრედიელებმა უმწვავესი შეტევა განახორციელეს, ჩხიკვაძის პასის შემდეგ რუხაია ძლიერად ურტყამდა და ბობღიაშვილმა ურთულესი ბურთი მოიგერია. კუთხურს ხუმარაშვილის სახიფათო თავური მოჰყვა, ამჯერად მეკარე უძლური იყო, მაგრამ ბურთი ერთ-ერთმა მცველმა გამოიტანა ცარიელი კარიდან.
ბოლო წუთებმა დაძაბულად, თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. 80-წუთზე შეცვლაზე შემოსული გოგიშვილი მცველებთან ბრძოლისას მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, რის გამოც სამტრედიელები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. ამან გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა, მათი ხმაურიანი პროტესტი მალევე ჩაწყნარდა და რაიმე ინციდენტში არ გადაზრდილა. ამ გუნდების პირველ შეხვედრაში "სიონმა" მატჩის მიწურულს გატანილი ერთადერთი კურიოზული გოლით გაიმარჯვა... კინაღამ ახლაც მსგავსი განმეორდა; 85-წუთზე კუთხურის შემდეგ იმერლებს ბურთი აეჭრათ, რომელიც კარიდან ხუთიოდე მეტრში მყოფ ორბელაძეს მიუვიდა, ალბათ ასეთ საჩუქარს ისიც არ ელოდა და დარტყმა სუსტი გამოუვიდა, თორემ, სხვა შემთხვევაში მასპინძელთა კიპერი უძლური იქნებოდა. ბოლო წუთებზე სამტრედიელები უტევდნენ, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ და ანგარიშიც აღარ შეცვლილა.
გიორგი ყიფშიძე : "სამტრედიაში თამაში ყოველთვის რთულია. ჩემპიონატის განახლების შემდეგ პირველი შეხვედრა წაგებული ჰქონდათ და ვიცოდით, რომ ჩვენთან ორმაგი ენთუზიაზმით იბრძოლებდნენ. სანახაობრივი ფეხბურთი არ იყო, მაგრამ ორივე გუნდი იბრძოდა. ცოტა ქარიანმა ამინდმა ხელი შეგვიშალა, მაგრამ სამტრედიაში აღებულ ქულას წარმატებად მივიჩნევ. ამით ჩვენმა გუნდმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა."
ლევან ანჯაფარიძე: "დაძაბული მატჩი გამოდგა. სამწუხაროდ, დასანანი გოლი მივიღეთ. გვქონდა ბევრი მომენტი, მაგრამ იღბალმა გვიმტყუნა. ბიჭების გარჯით და თავდადებით კმაყოფილი ვარ. მართალია, ხარისხი არ იგრძნობოდა, მაგრამ მათი მონდომება დასაფასებელია. იმედია, თამაშის ხარისხიც გამოსწორდება და უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის ვიბრძოლებთ."
სამტრედია-სიონი 1:1
სამტრედია.ე. მანჯგალაძე 1900 მაყურებელი
1:0 ცხადაია(2. ბურჯანაძის პასით), 1:1 ჯიქია (40. ჩირიკაშვილის პასით)
სამტრედია სიონი
(4-5-1) (4-5-1)
ჯინჭარაძე ბობღიაშვილი
ჩხიკვაძე კობაური
გოგია ორბელაძე
ხუმარაშვილი თარგამაძე
კირთაძე ქორიძე
რუხაია ისიანი
ლომაშვილი დიდავა
ცხადაია გოგობერიშვილი
გ. მიქაბერიძე ნოზაძე
ბურჯანაძე ჩირიკაშვილი
ბაკარანძე რ.ჯიქია
მწვრთნელი: მწვრთნელი
ლ.ანჯაფარიძე გიორგი ყიფშიძე
სამტრედია
72.რუხაია - ჩომახიძე
69.მიქაბერიძე - გოგიშვილი
სათადარიგოები: კეკელიძე, ნინუა, ხვადაგიანი, ენდელაძე, დვალიშვილი
სიონი
66. ისიანი - ვაშაკიძე
82. ჯიქია - რეხვიაშვილი
სათადარიგოები:მერლანი, ოქროპირიძე, ნ.კვასხვაძე, ადამაშვილი, ქუცურუა
გაფრთხილება: ბაკარანძე (65), ცხადაია(76), ორბელაძე (90)
არბიტრი: დ.ხარიტონაშვილი (თბილისი)