უმაღლესი ლიგა. VII ტური: უგოლო ფრე "ქართულ კლასიკოში"

AutoSharing Option
25 სექტემბერს უმაღლესი ლიგის მე-7 ტურის 5 შეხვედრა გაიმართა.

თბილისის "ლოკომოტივმა" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა მასპინძელი ქობულეთის "შუქურა".

ასევე სტუმრად იმარჯვა საჩხერის "ჩიხურამ", რომელმაც "ცხინვალი" დაამარცხა.

უგოლო ფრედ დასრულდა თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის დაპირისპირება.

გორის "დილამ" სტუმრად ფოთის "კოლხეთს" სძლია, ხოლო "სამტრედიამ" შინ "ზუგდიდი" დაამარცხა.

თეთრი ჯგუფი
ქობულეთი, "ჩელე არენა"
შუქურა-ლოკომოტივი 0:1
გოლი: 0:1 ლუკა კიკაბიძე (69)

თბილისი, "მიხეილ მესხი" სათადარიგო
ცხინვალი-ჩიხურა 1:2
გოლები: 0:1 დიმიტრი ტატანაშვილი (1), 0:2 თორნიკე გორგიაშვილი (69), 1:2 ჯაბა დვალი (82)

თბილისი, "დინამო არენა"
დინამო
(თბ)-ტორპედო 0:0


წითელი ჯგუფი
ფოთი, "პარკი არენა"
კოლხეთი-დილა 0:1
გოლი: 0:1 კოფი დან კოვა (34)

სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-ზუგდიდი 1:0
გოლი: 1:0 ლაშა შერგელაშვილი (72)
მკითხველის კომენტარები / 10 /
ოხ ეს კლასიკო :D ზუგდიდური ან ფოთურ თბილისური დაპირისპირება რო იყოს კიდევ მესმის ელ კლასიკო უწოდო მარა ქუთაისურ და თბილისურ მატჩს რატო უწოდებთ ელ კლასიკოს არ მესმის მართლა,ან ენაშია განსხვავება ან რამეში?
bacho
01:22 26-09-2016
0
ყველაზე კარგი ქართული ელკლასიკო მაშინ შეიძლება იყოს როცა სოხუმის დინამო თავისი აფხაზი ბიჭებით ჩაებმება საქართველოს ჩემპიონატში,მანამ ფოთს ან ზუგდიდ თბილისის მატჩებს მივანიჭოთ ეგ სტატუსი მეგობრებო
gostarbaiter
01:26 26-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული