დიდი ალბათობით, დღეს თბილისის "დინამო" იურაი იარაბეკს ოფიციალურად დაითხოვს

AutoSharing Option
თუ სასწაული არ მოხდა, დღეს თბილისის "დინამო" ოფიციალურად დაითხოვს იურაი იარაბეკს. ამასთან დაკავშირებით კლუბში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ, თუმცა, ძალიან მაღალი ალბათობით, ზემოთ ხსენებულ გადაწყვეტილებას "დინამო" სწორედაც დღეს მიიღებს.

როგორც ვიცით, ამ ეტაპზე საქართველოს მოქმედ ჩემპიონს იარაბეკის შემცვლელი შერჩეული არ ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ 53 წლის სლოვაკმა სპეციალისტმა "დინამო" ზამთარში ჩაიბარა და გაზაფხულზე დუბლი (ჩემპიონობა და თასი) აზეიმა, თუმცა გუნდმა ვერ შეასრულა საევროთასო ამოცანა - ვერც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდა და ვერც - ევროპალიგისაში.

ესეც არ იყოს, ბოლო დროს "დინამო" არასახარბიელოდ
გამოიყურება საქართველოს ჩემპიონატშიც. თბილისურ
გრანდს "თეთრ ჯგუფში" მისთვის უჩვეულო მესამე ადგილი უჭირავს. ზედიზედ 3 ფრე და აქედან, მიჯრით ორი 0:0 - ასეთია "დინამოს" ბოლოდროინდელი "მონაგარი".

ამიტომაც არ არის გასაკვირი კლუბის ხელმძღვანელობის სურვილი, როგორმე შეაჩეროს უღიმღამო სერია. რამდენად წაადგება საქმეს მწვრთნელის შეცვლა, ამას მომავალი გვიჩვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მენტალური?ვისაც ე.წ.მენტალური პრობლემა აქვს,უნდა გაუშვა გუნდიდან!ტყუილად ფულის ხარჯვაა,რადგან მისგან პროფი ფეხბურტლი აღარ დადგება(ან შემდგომში ევროპაში როგორ უნდა ითამაშოს?)
–ფიზიკაში ჩვენი მწვრთნელი ვერ მოამზადებს.ფიზიკის,სისწრაფის გარეშე დღეს შეუძლებელია ფეხბურთის თამაში
ზაზა–არჩილ ხოფერიას
27 სექტემბერი 2016 15:39
0
ევროპელი მწვრთნელი, მით უმეტეს ახალგაზრდა აქ ვერ იმუშავებს. სხვანაირი მენტალობის ხალხი ვართ! თანაც მრავალი მაგისთანა ტოპ მწვრთნელი გვყავდა უკვე ნაკრებში. მწვრთნელი უნდა იყოს ქართველი და ავტორიტეტული. ფიზიკურად ძლიერი.მაგალითად ასეთი შალიკო კაკაბაძე მახსოვს! ამ ძოძუაშვილმა რა დააშავა, რატომ არის საქმიდან გარიყული!
არჩილ ხოფერია
27 სექტემბერი 2016 14:53
0
თავიდანვე შეცდომა იყო სლოვაკის დანიშვნა.მსოფლიო ფეხბურთის ავანგარდიშია სლოვაკური ფეხბურთი?!((...სამწუხაროდ საბოლოოდ უკვე თასის ფინალის შემდეგ ყველაფერი ნათელი იყო– იარაბეკის ,,სლოვაკურმა,,ფეხბურთ მავერ გაამართლა!საბოლოოდ ტრანსფერებმა მთლინად ,,გააშიშვლა,, დინამოს ხემძღვანელობის არასწორი პოლიტიკა
უნდა მოიძებნოს დასავლეთ ევროპაში(!) ახალგაზრდა,პერსპექტიული,კარგად განსწავლული მწვრთნელი! .რთულია,,გაარტყა,,მაგრამ თუ გინდა წარმატება უნდა,,გაარტყა,(!), აღმოაჩინო ახალგაზრდა სიმეონე,კლოპი....საერთოდ მწვრთნელში ფულის ეკონომია დაუშვებელია!,,ცუდი,,მწვრთნელი მხოლოდ ხარჯია,ხოლო კარგით შესაძლებელია ფინანსური მოგებაც...პ.ს. ზამთარში 3–4 მაღალი დონის ლეგიონერი სამხ.ამერიკიდან,აფრიკიდან...
ზაზა
27 სექტემბერი 2016 13:50
0
ძოძუაშვილიო. არჩილ ბატონო, ჟორდანია ხომ არ გაგვეცოცხლებია?
ფიფიას ძვალი დაგადგათ გულზე, უკვე გამოგცადეთ - დინამოს მტრები ხართ.
ჩვენ თბილისლები: ქუთაისზე, საჩხერეზე, სამტრედიაზე და ა.შ. ხომ არ ვბოროტობთ, არ ვილანძღებით, არ ვერევით მაგათ საქმეში. მხოლოდ ვგულშემატკივრობთ, როცა უჭირთ ან ევროპაზე არიან. თქვენ ასე რამ დაგამსგავსათ, ჩაიხედეთ სარკეში.
haha
27 სექტემბერი 2016 13:39
0
არ დაიტხოვო ეგ ფიფია ტორემ პიარი წაგიხდება,,სად არიან ეხლა ფან კლუბი დინამოს აქამდე რატომ არ ამოიხეს ხმა? მაგრამ ფიფია ფულს უხდის ზოგიერტებს და გაცუმებული არიან
gaga
27 სექტემბერი 2016 13:27
0
ძოძუაშვილი რომ დანიშნონ არ შეიძლება, ვერ გაქაჩავს?!
არჩილ ხოფერია
27 სექტემბერი 2016 13:14
0
რომელ... მოყავს...ასეთი ... მწვრთნელად...
zura
27 სექტემბერი 2016 12:48
0
კი მაგრამ ახლა ჩიხურასთანაც რომ ვერ მოიგებენ, ვის დაითხოვენ ?საკუთარ თავებს?
დინამოს ამბიციებს და მუდამ გაურკვევლობებს ეწირება ქართული ფეხბურთი,ეს აქსიომას,ეს უსინდისოები წლები ითხოვდნენ 10 კლუბიან ლიგას, ახლა კი 7 კლუბიანშიც ვერ ახერხებენ მესამე ადგილზე მყარად ყოფნას. სომხეთივით 6 კლუბიანი ხომ არგავუკეთოთ და აქედან 2-ს ოფიციალურად ხომ არ განვაცხადებინოთ რომ არ სურთ არც გავარდნა და არც პირველ ოთხეულში მოხვედრა,რათა დინამო თუნდა ევროპალიგაზე გავიტანოთ როგორმე?
ჰო კიდევ დილით კბილები ხომ არ დავუხეხოთ და ფრჩხილები ხომ არ მოვჭრათ?

რომან, ფული სხვა საქმეში დახარჯე, ეგერეა ჩიხურა და შეისწავლე მათი სისტემა როგორ ჩაეტიონ 28 კაციან შემადგენლობით და კიდევ სხვა ფინანსური დატვირთვებით 3 მილიონამდე ბიუჯეტში, სამტრედიას ურო ნაკლები აქვს, მაგრამ არსებობენ ესენი და იბრძვიან, არ სჭირდებათ 60 000 იანი ბუნკერი უკაცრიელი სტადიონის სახით, თუმცა წესიერი მათთისაც ვერ აშენდა.
ჩიხურა მას მერე რაც დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში მუდამ მოწინავეებშია და არავსიათვის ამოუღრღნია ტვინი.
დროა უკვე მისცეთ კლუბი ახალგაზრდებს ადგილობრივებს მეტნ-ნაკლებად ადექვატური ხელფასებით. არ კვდებიან შიმშილით არც სამტრედიას და არც ჩიხურას,არც ბათუმის დინამოს ბიჭები, მაგრამ იბრძვიან. გეყოთ უკვე კუდაბზიკობა.
Guadua
27 სექტემბერი 2016 10:51
0
რა ეჩქარებათ? კიდე დატოვონ ერთი სეზონი ეგ და სკრიბე.
rusi
27 სექტემბერი 2016 10:31
0

სიახლეები პოპულარული