ოფიციალურად: თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
სლოვაკი სპეციალისტი იურაი იარაბეკი გათავისუფლებულია თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან. ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდი იუწყება.

კლუბის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება დღეს, ბოლო პერიოდში გუნდის მიერ ნაჩვენები არასასურველი შედეგიდან გამომდინარე მიიღო.

ამ ეტაპზე თბილისის "დინამო" თამაზ სამხარაძე გაწვრთნის, რომელიც იარაბეკის ასისტენტად მუშაობდა. სწორედ სამხარაძე გაიყვანს გუნდს 1 ოქტომბერს საჩხერის "ჩიხურას" წინააღმდეგ მნიშვნელოვან შეხვედრაში.

სამხარაძის ასისტენტად დავით ჭიჭვეიშვილი იმუშავებს. კლუბის ხელმძღვანელობა კარგად გაანალიზებს შექმნილ ვითარებას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ გაუძღვება გუნდს მომავალში.

თბილისის "დინამო" წარმატებებს უსურვებს იურაი იარაბეკს.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 28 /
დინამოს მხოლოდ მისი ისტორიაღა შემორჩა
qomagi
20:16 27-09-2016
0
მთავარია ახლა ჩიხურამ არ მოაგებინოს დინამოს, მერე კი დინამო უცბად მოხვდება კომატოზურ მდგომარობაში.
წინ ჩიხურაააა!!!
QWERTY
20:22 27-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული