"თეთრ ჯგუფში" ქობულეთელებს ჯერ არც ერთი მატჩი არ მოუგიათ და ბოლო ადგილზე არიან. ჩემპიონატი კი მოკლეა და თუ სიტუაცია დროულად არ გამოსწორდა, "შუქურას" დაქვეითება არ ასცდება.
მოლოდინი გამართლდა და "ლოკომოტივთან" ბოლო საშინაო მარცხის (0:1) შემდეგ შალამბერიძისა და შავიზღვისპირელთა გზები გაიყარა. "შუქურას" დირექტორმა რევაზ ჩელებაძემ მალევე მოძებნა ახალი მწვრთნელი - გუნდის გადარჩენა დაევალა გია გურულს, ვინც აქამდე პირველ ლიგაში ხობის "კოლხეთს" თავკაცობდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რა გახდა რომ კლუბის გასხვისება მოხდეს, მოშორდეს მას ეს ძველი სახელოვანი ფეხბურთელი და პრაგმატიზმმა იმარჯვოს?
თუ მისი სამუდამო საკუთრებაა, მაშინ გადაუფორმონ და გვეცოდინება რომ მისია, თორემ ბიუჯეტის ფულითაა და იმართება როგორც კერძო საკუთრება.ვერა და ვერ დლაგდა ამ კლუბში მდგომარეობა.სულ ვიღაცას აგდებენ,ხსნიან, მოჰყავთ, უშვებენ...რაღა ეგა და რაღა ზუგდიდი.