ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გამარჯვება საჩხერელებმა მოიპოვეს - 2:1. ანგარიში მე-4 წუთზე სტუმრებმა გახსნეს - თავი ყოფილმა დინამოელმა, ირაკლი ლექვთაძემ გამოიჩინა. 34-ე წუთზე ლადო დვალიშვილმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა 6 წუთში სტუმრებმა მეორე გოლიც გაიტანეს - დინამოელთა კარი ამჯერად გიორგი ივანიშვილმა აიღო.
"ჩიხურას" 16 ქულა დაუგროვდა და "თეთრ ჯგუფს" ერთპიროვნულად ლიდერობს, "დინამო" კი, რომელმაც ზედიზედ მეოთხე მატჩი
VIII ტური. თეთრი ჯგუფი
01.10. ქობულეთი. ჩელე არენა
შუქურა-ტორპედო 2:1
გოლები: 1:0 ლევან კუტალია (35), 1:1 ოლეგ მამასახლისი (პენ, 70), 2:1 ლევან კუტალია (87).
01.10. თბილისი. მიხეილ მესხი
ცხინვალი-გურია 2:1
გოლები: 0:1 ადევანდრო და სილვა (22), 1:1 ჯაბა დვალი (პენ, 72), 2:1 ჯაბა დვალი (85).
მეგობარო,ამას პრინციპულად აკეთებ?თუ ასე ძნელია რომ ქართულად წერო?
სმარტფონიდან, ნოუთბუქიდან,კოპმპიუტერიდანაც კი რასაც ვწერ ლათინური-ინგლისური ასოებით,მაინც ქართულად წერს, თუკი მონიშნული მაქვს ტექსტის ფანჯრის ზემოთ "ქართულად"
რატომ ასე არ იზამ?
მოდერატორ ან დაეხმარეთ ხალხს და აუხსენით როგორ იწერება ქართული ასოებით, ან არადა ამოვიდა რა ყელში ეს ლათინურასოვანი ქართულისიტყვიანი ტექსტები რა....