უმაღლესი ლიგა. VIII ტური. თეთრი ჯგუფი: თბილისის "დინამო" "ჩიხურასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
1-ელ ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-8 ტურის ბოლო შეხვედრა "თეთრ ჯგუფში" "დინამო არენაზე" გაიმართა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი "დინამო" და საჩხერის "ჩიხურა" დაუპირისპირდნენ.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გამარჯვება საჩხერელებმა მოიპოვეს - 2:1. ანგარიში მე-4 წუთზე სტუმრებმა გახსნეს - თავი ყოფილმა დინამოელმა, ირაკლი ლექვთაძემ გამოიჩინა. 34-ე წუთზე ლადო დვალიშვილმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა 6 წუთში სტუმრებმა მეორე გოლიც გაიტანეს - დინამოელთა კარი ამჯერად გიორგი ივანიშვილმა აიღო.

"ჩიხურას" 16 ქულა დაუგროვდა და "თეთრ ჯგუფს" ერთპიროვნულად ლიდერობს, "დინამო" კი, რომელმაც ზედიზედ მეოთხე მატჩი
ვერ მოიგო, 10 ქულით მესამეზეა.

VIII ტური. თეთრი ჯგუფი
01.10. ქობულეთი. ჩელე არენა
შუქურა-ტორპედო 2:1
გოლები: 1:0 ლევან კუტალია (35), 1:1 ოლეგ მამასახლისი (პენ, 70), 2:1 ლევან კუტალია (87).

01.10. თბილისი. მიხეილ მესხი
ცხინვალი-გურია 2:1
გოლები: 0:1 ადევანდრო და სილვა (22), 1:1 ჯაბა დვალი (პენ, 72), 2:1 ჯაბა დვალი (85).
მკითხველის კომენტარები / 13 /
უსუსური დინამო სამარცხვინო პრეზიდენტიტ
0
რა ბოღმა გახჩობთ ვერ ვიგებ? სამტრედია საუკეთესოა და ევროზეც უკეთესად ითამაშებს
guro
02:50 02-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული