შუქურა-ტორპედო 2:1 - რევაზ ჩელებაძემ მსაჯი აბდულა ბასლეჰლო შეურაცხყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ თბილისის "დინამოს" ვეტერანი ფორვარდი, ქობულეთის "შუქურას" დირექტორი რევაზ ჩელებაძე 61 წლის გახდა, წინა დღეს კი გუნდმა იუბილე ჩემპიონატში პირველი გამარჯვებით მიულოცა - "შუქურამ" შინ 2:1 მოუგო ქუთაისის "ტორპედოს".

თუმცა ჩელებაძე დაბადების დღეს მაინც უგუნებოდ შეხვდა, რადგან "შუქურა"-"ტორპედოს" მატჩის დროს ის ინციდენტის გმირი გახდა - მოედანს მიუახლოვდა და არბიტრი აბდულა ბასლეჰლო შეურაცხყო.

"ძალიან ემოციური ვარ და აღშფოთებამ რომ გადამიარა, მივხვდი, შეცდომა დავუშვი, მოედანთან არ უნდა მივსულიყავი და ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. ვიცი, არბიტრების შეურაცხყოფა მკაცრად ისჯება და ამისთვის მეც დამსჯიან.
მათი საჯარო კრიტიკაც დაუშვებელია, მაგრამ რაც სირიელმა გაგვიკეთა, ამის ატანა შეუძლებელი იყო.

მაგალითად, ჩვენს მცველს შემტევი არ წაუქცევია, ბურთზე ითამაშა და პენალტი დაგვიდო. იქით კი ორი ნაღდი 11-მეტრიანი არ დაგვინიშნა: პირველ ტაიმში კუტალია მეკარესთან პირისპირ გადიოდა, როცა მცველმა წააქცია და სტუმართა დასჯის ნაცვლად, ჩვენს მოთამაშეს სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი აჩვენა.

მეორე შემთხვევაში, საჯარიმოში ისევ კუტალიამ მცველი ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და კიდევ უფრო გასაოცარი გადაწყვეტილება მიიღო - ისევ ჩვენი მოთამაშე დააჯარიმა!

მსაჯი ასე რომ მოიქცევა, ემოციას არ აჰყვები? ვინ არის ბასლეჰლო, ასეთი რა კვალიფიკაცია აქვს, რომ უმაღლეს ლიგაში მსაჯობას ვანდობთ? როგორ დავიჯერო, რომ ქართველებს უკეთესი არბიტრი არ გვყავს"? - ამბობს ჩელებაძე.

უმაღლესი ლიგა. VIII ტური. "თეთრი ჯგუფი"
01.10. ქობულეთი. "ჩელე არენა"
შუქურა-ტორპედო 2:1
გოლები: 1:0 კუტალია (35),1:1 მამასახლისი (71-პენ), 2:1 კუტალია (88)
შუქურა: ჯიოევი, ჯაფარიძე, მირცხულავა, ადამაძე, ჩაჩუა, ჭეჟია (90. მამულაშვილი), ჟეფინიო, ა. გურული (77. კონიეჰა), ჩელებაძე (55. ომანიძე), კუტალია, კომახიძე.
სათადარიგოები: მამინაშვილი, საბაძე, მალანია, შალამბერიძე
მწვრთნელი: ავთანდილ ნამგალაძე
ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, გ. გურული, ჭიჭინაძე, ქიმაძე, ფალავანდიშვილი, მამასახლისი, ბაბუნაშვილი (70. საღრიშვილი), დოლიძე, ტუღუში (61. ენდელაძე), კვერნაძე (46. კაპანაძე).
სათადარიგოები: მ. ქვილთაია, წილოსანი, ნერგაძე, ბენაშვილი
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილება: კუტალია (23), ჯაფარიძე (70), ფალავანდიშვილი (79)
არბიტრი: ა. ბასლეჰლო

მომტევნო ტური
"თეთრი ჯგუფი"
15 ოქტომბერი
ჩიხურა-შუქურა
გურია-დინამო (თბ)
ტორპედო-ლოკომოტივი

"წითელი ჯგუფი"
15 ოქტომბერი
სიონი-სამტრედია
დინამო (ბთ)-კოლხეთი

16 ოქტომბერი
ზუგდიდი-დილა

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ცხინვალი) 7
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 6
თ. შონია (დინამო, ბთ) 5
ზივზივაძე (სამტრედია) 5.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
სპონსორიანი გუნდი ასეთ დღეში არ უნდა იყოს ტორპედოზე მაქ ლაპარაკ.
bebeto
18:23 04-10-2016
0
ჩელეს ვეთანხმები იმაში რო არ უნდა ვანდოდ ვიგაცა გადამთიელ კაცს ქვეყნის ჩემპიონატის განსჯა..არ ვეთანხმები თავის ემოციაში ესეც ზედმეტია,მაგრამ დავიჰეროდ არ გვყავს ახალი სახეები არბიტრების სუფთა ხელებით და ანთებული გულით.ახალი სუსხლი ყველგანაა საჭირო!და მიეცით ახალგაზრდებს გზა ჯვალი მოიზუდეთ და დაისვენეთ თქვენც და დაგვასვენეთ ჩვენც.
ანდრო ადამია
23:39 03-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული