ბოლნისის "სიონმა" კომპანიისგან ერთწლიანი დაფინანსება გაინაღდა

AutoSharing Option
3 სექტემბერს ორ ქართულ კლუბს სერიოზული ფინანსური ზურგი გაუჩნდა. "სიონმა" ერთწლიანი დაფინანსება გაინაღდა, "დილა" კი დაანონსებულმა ბიზნესჯგუფმა შეიძინა...

კომპანია RMG უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ბოლნისის "სიონს" დააფინანსებს. კლუბსა და კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. RMG-ის მხრიდან მემორანდუმს ხელი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ბალანჩივაძემ მოაწერა. ის ამბობს:

"დღევანდელი მემორანდუმით, ჩვენი კომპანია პასუხისმგებლობას იღებს, ერთი წლის განმავლობაში დააფინანსოს საფეხბურთო კლუბი. მოხარულები ვართ ამ ყველაფრით და იმედია, ჩვენი თანამშრომლობით ხელს შევუწყობთ რეგიონში ფეხბურთის კიდევ უფრო განვითარებას".

"სიონის" მხრიდან კომენტარი გააკეთა კლუბის გენერალურმა დირექტორმა
ლადო ბურდულმა
:

"დღეს ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს მოეწერა ხელი. ეს ძალიან დიდი მიღწევაა. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კომპანია RMG-ის. საფეხბურთო კლუბისთვის ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ არა მარტო ერთი წლის, მრავალი წლის ურთიერთობა გვექნება. შევეცდებით, მათი ნდობა გავამართლოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ალბათ იციან ,რომ მალე დაიჭერენ საყდრისის აფეთქებისთვის და...
QWERTY–ს
12:59 04-10-2016
0
ისევ მაიმუნობას აქვს ადგილი.
რატომაა ასე რთული რმგ-სთან 5 წლიანი საგარანტიო დაფინანსების ხელმოწერა წლიური 2 მილიონი ლარით მათი უფლებით კლუბის 51%-ზე?

რატომაა ასე არეული პირობები გორის დილასთან დაკავშირებით?ასე მცირე ვალდებულებები?

QWERTY
12:14 04-10-2016
0

სიახლეები პოპულარული