კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და თავად ლევან გაბრიჩიძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს, მიზეზად კი გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა სახელდება.
ამ ეტაპზე, რომან ფიფიას მრჩევლად მუშაობას ლევან სალუქვაძე გააგრძელებს, სპორტული დირექტორის საპასუხისმგებლო პოზიციაზე კი კანდიდატურის შერჩევას "დინამო" არ იჩქარებს.
მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით