მაგრამ საბოლოოდ, 29 წლის გამოცდილმა მეკარემ ქვეყნის ჩემპიონ გუნდში თამაში ამჯობინა. ეს ყველაფერი თბილისის "დინამო " პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩევლის, ლევან სალუქვაძის დამსახურებაა.
"რევიშვილის თბილისის "დინამოში" მოსვლის წინაპირობაზე ლეგენდებს ავრცელებდნენ, თითქოს, დიდ ხელფასს ითხოვდა. მიუხედავად
შევხვდით, დავილაპარაკეთ და სულ რაღაც ნახევარ საათში გადაწყდა, რომ "დინამოში" ითამაშებდა. მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრების მეკარის დამატება გუნდს ძალიან დიდ სამსახურს გაუწევს.
ნუკრი "დინამოში" გარდამავალი ჩემპიონატის ბოლომდე დარჩება და თუ ახალი წლის შემდეგ მხარეები შეთანხმდებიან, შესაძლოა, უფრო ხანგრძლივი კონტრაქტი გაფორმდეს", - ამბობს სალუქვაძემ.
მან საინტერესო თემა წამოჭრა: მარტო წლეულს, ეროვნული ნაკრების წევრების ან კანდიდატების დამატება "დინამოზე" ფინანსურად უფრო სუსტმა გუნდებმაც მოახერხეს: ბოლო მაგალითი ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი მათე ვაწაძეა, რომელიც დანიური "ორჰუსიდან" წამოვიდა და თბილისის "ლოკომოტივში" აღმოჩნდა.
ამავე გუნდში ნიჭიერი ახალგაზრდები დაიბრუნეს - ფრანგული "ბასტიადან" ლუკა კიკაბიძე, ხოლო ბელგიური "გენტიდან" - ლუკა ზარანდია. მანამდე ქუთაისის "ტორპედომ" გორის "დილადან" ეროვნული ნაკრების კანდიდატი, საყრდენი ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი დაიმატა.
"დინამოს" გულშემატკივრებს უკვირდათ და სწყინდათ, რომ ამ ფეხბურთელებით მათი საყვარელი კლუბი არ დაინტერესდა. მეტიც, გუნდი დროებით საბა ლობჟანიძესაც შეელია, რომელიც საჩხერის "ჩიხურაში" გადასვლის შემდეგ გარდამავალი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
ამ ბოლო დროს "დინამოს" გაურკვეველი დონის ლეგიონერების ჩამოყვანის გამოც აკრიტიკებდნენ. მაგალითისთვის ახლახან გუნდიდან დათხოვნილი მეკარე ანტონი სკრიბე გამოდგება. საქართველოში რამდენიმე გუნდმა უცხოელი მეკარე ჩამოიყვანა, მაგრამ თბილისელთა კიპერი არაფრით სჯობდა დინო ჰამზიჩს ("ჩიხურა"), ანატოლი ტიმოფეევსა (ბათუმის "დინამო") და სერგეი ლიტოვჩენკოს ("ზუგდიდი").
ამის ფონზე, სალუქვაძე ძალიან კარგი ტრანსფერის ინიციატორი გახდა: რევიშვილი არ არის "კატა ტომარაში", რომელიც, არავინ უწყის, რას წარმოადგენს - მისი კლასი და დონე ცნობილია. რევიშვილის "დინამოში" თამაში კი თავად ჩემპიონსაც წაადგება და ეროვნული ჩემპიონატის პრესტიჟსაც.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"