სულ რაღაც ნახევარ საათში... როგორ გახდა ნუკრი რევიშვილი დინამოელი

AutoSharing Option
ნუკრი რევიშვილი თბილისის "დინამოში" ითამაშებს - ეს მოულოდნელი ამბავი გუშინ გავრცელდა. საქმე ისაა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე სექტემბრიდან გორის "დილაში" ვარჯიშობდა და "ლელოსთან" თქვა, რომ რადგან კლუბის ახალი მეპატრონის ხელში გადასვლის პროცედურა დასრულდა, მალე განაცხადში შემიყვანენ და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 15 ოქტომბერს "ზუგდიდთან" ვითამაშებო.

მაგრამ საბოლოოდ, 29 წლის გამოცდილმა მეკარემ ქვეყნის ჩემპიონ გუნდში თამაში ამჯობინა. ეს ყველაფერი თბილისის "დინამო " პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩევლის, ლევან სალუქვაძის დამსახურებაა.

"რევიშვილის თბილისის "დინამოში" მოსვლის წინაპირობაზე ლეგენდებს ავრცელებდნენ, თითქოს, დიდ ხელფასს ითხოვდა. მიუხედავად
ამისა, დალაპარაკება გადავწყვიტეთ და ეს ხმები მეტისმეტად გაბუქებული აღმოჩნდა.

შევხვდით, დავილაპარაკეთ და სულ რაღაც ნახევარ საათში გადაწყდა, რომ "დინამოში" ითამაშებდა. მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრების მეკარის დამატება გუნდს ძალიან დიდ სამსახურს გაუწევს.

ნუკრი "დინამოში" გარდამავალი ჩემპიონატის ბოლომდე დარჩება და თუ ახალი წლის შემდეგ მხარეები შეთანხმდებიან, შესაძლოა, უფრო ხანგრძლივი კონტრაქტი გაფორმდეს", - ამბობს სალუქვაძემ.

მან საინტერესო თემა წამოჭრა: მარტო წლეულს, ეროვნული ნაკრების წევრების ან კანდიდატების დამატება "დინამოზე" ფინანსურად უფრო სუსტმა გუნდებმაც მოახერხეს: ბოლო მაგალითი ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი მათე ვაწაძეა, რომელიც დანიური "ორჰუსიდან" წამოვიდა და თბილისის "ლოკომოტივში" აღმოჩნდა.

ამავე გუნდში ნიჭიერი ახალგაზრდები დაიბრუნეს - ფრანგული "ბასტიადან" ლუკა კიკაბიძე, ხოლო ბელგიური "გენტიდან" - ლუკა ზარანდია. მანამდე ქუთაისის "ტორპედომ" გორის "დილადან" ეროვნული ნაკრების კანდიდატი, საყრდენი ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი დაიმატა.

"დინამოს" გულშემატკივრებს უკვირდათ და სწყინდათ, რომ ამ ფეხბურთელებით მათი საყვარელი კლუბი არ დაინტერესდა. მეტიც, გუნდი დროებით საბა ლობჟანიძესაც შეელია, რომელიც საჩხერის "ჩიხურაში" გადასვლის შემდეგ გარდამავალი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

ამ ბოლო დროს "დინამოს" გაურკვეველი დონის ლეგიონერების ჩამოყვანის გამოც აკრიტიკებდნენ. მაგალითისთვის ახლახან გუნდიდან დათხოვნილი მეკარე ანტონი სკრიბე გამოდგება. საქართველოში რამდენიმე გუნდმა უცხოელი მეკარე ჩამოიყვანა, მაგრამ თბილისელთა კიპერი არაფრით სჯობდა დინო ჰამზიჩს ("ჩიხურა"), ანატოლი ტიმოფეევსა (ბათუმის "დინამო") და სერგეი ლიტოვჩენკოს ("ზუგდიდი").

ამის ფონზე, სალუქვაძე ძალიან კარგი ტრანსფერის ინიციატორი გახდა: რევიშვილი არ არის "კატა ტომარაში", რომელიც, არავინ უწყის, რას წარმოადგენს - მისი კლასი და დონე ცნობილია. რევიშვილის "დინამოში" თამაში კი თავად ჩემპიონსაც წაადგება და ეროვნული ჩემპიონატის პრესტიჟსაც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
იმედია სკრიბეზე ნაკლები ხელფასი არ ეკნება.
5
11 ოქტომბერი 2016 08:18
0
კარგი შენაძენია რევიშვილი დინამოს გამოადგება,ასევე მაღალი დონის ფეხბურთელების დამატება უნდა გააგრძელოს დინამომ ეს ქართველი იქნება თუ უცხოელი, დინამოს ჭირდება გაძლიერება.ჩვენ ჩემპიონატში საკმოდ კარგი მეკარეები თამაშობენ თანაც უცხოელები და ეს კარგია.
bebeto
10 ოქტომბერი 2016 17:51
0
ოოხხ, სკრიბე, სკრიბე.... მისი თამაშის ყურებისას, თუკი შეიძლებოდა თამაში ვუწოდოთ იმ საცოდავობას რასაც ის აკეთებდა, დამიჯერეთ, გულით მეცოდებოდა. კაცო, მეკარის მოედნის გარეთ ცოცხალი თავით არ გადიოდა, იდგა იმ პატარა ოთხკუთხედში და მოცეკვავესავით თითისწვერებზე დაფარფატებდა. თუმცა, კარგიც უნდა ითქვას, ფეხით ლორიაზე კარგად თამაშობდა. მოკლედ, ვულოცავ ჩემს საყვარელ გუნდს ამ კარგ შენაძენს!
levani kaxeti
10 ოქტომბერი 2016 17:16
0
ბრავო მშვენიერი სტატიაა არაერთხელ აღმინიშნავს რომ, დინო ჰამზიჩი ნამდვილად კარგი მეკარეა და სკრიბეს ასი თავით ჯობს))) რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებებს ზაფხულშივე უნდა მიგეღოთ ნუკრი გუნდში)) როცა ის უკვე თავისუფალი აგენტიყო!!) სალუქვაძეს არც ადრე ეშლებოდა ანალიზი და არც ეხლა შეეშლება იმედია..!
svani
10 ოქტომბერი 2016 15:00
0
Ddd
Shako
10 ოქტომბერი 2016 14:56
0
სჯობს გვიან... კარგია, გონზე თუ მოხვალთ. თავისუფლად შეიძლება ევროლიგის დარი გუნდის დაყენება ქართულ ბაზაზე,
კახა
10 ოქტომბერი 2016 14:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული