გორის "დილას" ლაზარეთი ცარიელდება

AutoSharing Option
გორის "დილას" ლაზარეთი ცარიელდება. მთელი სეზონის განმავლობაში უჩა სოსიაშვილის გუნდს თან სდევს ტრავმების ეპიდემია. ეს პრობლემა გუნდში ბოლომდე გადალახული არ არის, თუმცა რამდენიმე მოთამაშე უკვე გამოჯანმრთელდა.

გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა გივი ქარქუზაშვილმა. მან სეზონის დასაწყისში მიიღო ტრავმა და მას შემდეგ უქმობდა. ასევე, ვარჯიში განაახლეს თედო კაკულიამ და გიორგი გავაშელიშვილმა. ამ დროისთვის სამივე მათგანი ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში "დილა" გასვლაზე ეთამაშება "ზუგდიდს". ეს შეხვედრა სოფელ ზედა ეწერის სტადიონში 16 ოქტომბერს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
დადეთ დილა ჩიხურას ამხანაგურის მომენტები ან თამაში მთლიანად,გვაინტერესებს.
givi
11:01 13-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული