საჩხერის "ჩიხურა": ორი მინუსი დაცვასა და თავდასხმაში

AutoSharing Option
ეროვნულ ჩემპიონატში სანაკრებო თამაშებით გამოწვეული პაუზა დასრულდა და საჩხერის "ჩიხურა" მორიგი შეხვედრისთვის ემზადება. სანაკრებო პაუზისას კი სოსო ფრუიძის გაწვრთნილები გორში "დილას" ესტუმრნენ და თორნიკე გორგიაშვილისა და საბა ლობჟანიძის გოლებით 2:0 დაამარცხეს.

"თეთრი ჯგუფის" ლიდერი უახლოეს შეხვედრას 15 ოქტომბერს ივანწმინდაში ჩაატარებს და ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლებს.

ფრუიძის კრებული უშუალო კონკურენტებს - თბილისის "ლოკომოტივსა" და "დინამოს", შესაბამისად, 5 და 6 ქულით უსწრებს. ამდენად, "ჩიხურასთვის" პირველი ადგილის შესანარჩუნებლად და საჩემპიონო პლეი ოფში მოსახვედრად ქობულეთელებთან 3 ქულის მოპოვება ჰაერივით ესაჭიროებათ.

საჩხერელებს საკადრო პრობლემები აქვთ. მცველი
ლაშა ჩიკვაიძე
და თავდამსხმელი თორნიკე მუმლაძე დაშავებულები იყვნენ და ჯერ სასურველ ფორმაში არ არიან.

"ჩიკვაიძეს ქუთაისის "ტორპედოსთან" შეხვედრისას კუნთი დაეჭიმა, მუმლაძეს კი ძველი ტრავმა გაუმიზეზდა. ორივე ფეხბურთელი მკურნალობდა და ვარჯიში მხოლოდ გუშინ განაახლეს. ცხადია, ჯერ კონდიციებში არ არიან და დიდი ალბათობით, "შუქურასთან" ვერ დაგვეხმარებიან.

საბედნიეროდ, სხვა ფეხბურთელები მზად არიან და შეხვედრისთვის ჩვეული დატვირთვებით ემზადებიან", - ამბობს სოსო ფრუიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული