კურიოზი: თბილისის "დინამოს" კომენტარი ცხვართან დაკავშირებით

AutoSharing Option
ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის "დინამომ" წარუმატებელი სერიის შესაწყვეტად ბაზაზე ცხვარი დაკლა.

ამ ამბავს სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების დიდი ინტერესის გამო ეს სახალისო ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურთან გადავამოწმეთ.

"ცხვარი ნამდვილად მიიყვანეს ბაზაზე, ოღონდ ეს ყველაფერი ხუმრობით და ირონიით მოხდა. მცირე ხნის შემდეგ ცხვარი გაუშვეს, არ დაუკლავთ, რის შემდეგაც ფეხბურთელები რესტორანში წავიდნენ და იქ ივახშმეს. "დინამოში" კარგად ხვდებიან, რომ ცხვრის დაკვლა საქმეს არ უშველის...", - გვითხრა პრესსამსახურმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ერაყის ნაკრების ფეხბურთელებმა უიღბლობის შეწყვეტისთვის საჯაროდ
თხა დაკლეს.

- ერაყის ნაკრების ფეხბურთელებმა უიღბლობის განდევნისთვის თხა დაკლეს
მკითხველის კომენტარები / 10 /
Dინამოს ისეტი ცოდვებიაქ და ისე დაწყევლეს საქარტველოსჰი ცჰემპიონი ვეგარ გახდებაა.. რამდენ გუნდს წაარტვეს ცჰემპიონობა
gia
18 ოქტომბერი 2016 18:35
0
ცხვარი გაუშვესო.. სად გაუშვეს? ბაზის კარი გაუღეს და 100 ნომერ სამარშრუტოს დაელოდეო? ვინ გაუშვებდა ამას, მოსიარულე ჩაქაფულია...
giorgi
18 ოქტომბერი 2016 15:27
0
მსხვერპლშეწირვა ფიფიამ უნდა აიღოს თავის თავზე,იქნებ ეშველოს დინამოს
ელკიაერ ლარსენი
15 ოქტომბერი 2016 12:00
0
მოგვაშორეთ ქართული ფეხბურთი!!!
ირაკლი
15 ოქტომბერი 2016 10:54
0
"მესიც რომ დააკლათ ზედ მემგონი მაინც არაფერი გამოვა "კარგია 912 :)
დათო
14 ოქტომბერი 2016 21:44
0
მესიც რომ დააკლათ ზედ მემგონი მაინც არაფერი გამოვა
912
14 ოქტომბერი 2016 20:35
0
ცხვარი კი არა, მაგარი მეცხვარეა საჭირო--ანუ მთავარი მწვრთნელი .
ფერნანდო
14 ოქტომბერი 2016 20:31
0
დინამოს ცხვარი ვერ უშველის. უნდა დაეკლათ, სპილო ან ვეშაპი. ან სულაც კლონირებული დინოზავრი ))) ცხვარი პატარაა ეგ ვერ უშველით
mtieli
14 ოქტომბერი 2016 19:28
0
რა ცხვარი,მეცხვარეს თუ დაკლავ იქნება ეშველოს რამე
qartveli
14 ოქტომბერი 2016 18:59
0
თბილისის დინამოზე ნუშაყირობთ,დინამო არის დინამო წერტილი.
რეზო
14 ოქტომბერი 2016 18:17
0

სიახლეები პოპულარული