უმაღლესი ლიგა. IX ტური: "ტორპედომ" გასავარდნ ზონას თავი დააღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ოქტომბერს უმაღლესი ლიგის IX ტურის 5 მატჩი გაიმართა. დღის ბოლო შეხვედრა ქუთაისში ადგილობრივ "ტორპედოსა" და თბილისის "ლოკომოტივს" შორის შედგა. ამ ტურამდე ბოლო ადგილზე მყოფ ქუთაისელებს დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება აუცილებლად სჭირდებოდათ და დამაჯერებლად მოიგეს კიდეც - 3:0.

ანგარიში მე-14 წუთზე ოლეგ მამასახლისმა გახსნა, რომელმაც პენალტი გაიტანა. 33-ე წუთზე თბილისელთა კარში მეორე პენალტიც დაინიშნა, რომელიც კვლავ მამასახლისმა გაიტანა, 64-ე წუთზე კი გიორგი გეთიაშვილმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა.

"ტორპედოს" ამ გამარჯვებით 9 ქულა დაუგროვდა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. ქუთაისელები მე-4 ადგილზე
არიან, "ლოკომოტივი" კი 11 ქულით მესამეა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩემი ტორპედო ჩემი სიამაყეა!!!
zaza
22:31 15-10-2016
0
წაგება წაგებაა მაგრამ ასეთი? გუნდს მთელი თამაშის განმავლობაში ერთხელ არ დაურტყამს კარში. კარში დარტყმას რომ თავი დავანებოთ ტორპედოს საჯარიმოს სიახლოვეს კი არა მოედნის ცენტრიც არ გაუკეთებიათ გააზრებული კომბინაცია. ტორპედოს კიდე მინიმუმ სამი გოლი უნდა გაეტანა.
lelo
22:32 15-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული