რენე ფერეირა: ბოდიში... გპირდებით, ეს აღარ განმეორდება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ბრაზილიელმა მცველმა რენე ფერეირამ სოციალური ქსელის მეშვეობით "გურიასთან" მომხდარის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა. შეგახსენებთ, რომ დღეს, უმაღლესი ლიგის მე-9 ტურში თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებმა გიორგი პაპუნაშვილმა და რენე ფერეირამ წითელი ბარათები ერთმანეთში ჩხუბის შემდეგ მიიღეს.

- მსაჯმა ორი დინამოელი ერთმანეთში ჩხუბის შემდეგ გააძევა [VIDEO]
- უმაღლესი ლიგა. IX ტური: სამი გაძევება ერთ მატჩში [VIDEO]

"მსურს, ბოდიში მოგიხადოთ მომხდარის გამო. გულშემატკივრებს გპირდებით, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს გამეორდება. მოდით, ერთად გავაგრძელოთ ჩემპიონობისთვის ბრძოლა!", - წერს რენე.

13 ქულით "დინამო" "თეთრ ჯგუფში"
მეორეზეა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნეტავ რამდენი იყო კუვში ორ წითელზე?
გიგო
00:19 16-10-2016
0
ორზე არა,წითელზე.
nugzari
00:53 16-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული