რენე და პაპუნაშვილი უმკაცრესად დაისჯებიან - "დინამომ" განცხადება გაავრცელა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ლანჩხუთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ 15 ოქტომბერს უმაღლესი ლიგის მე-9 ტურში თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებმა გიორგი პაპუნაშვილმა და რენე ფერეირამ წითელი ბარათები ერთმანეთში ჩხუბის შემდეგ მიიღეს.

- მსაჯმა ორი დინამოელი ერთმანეთში ჩხუბის შემდეგ გააძევა [VIDEO]

"დინამო" თბილისის ხელმძღვანელობა აღშფოთებულია ლანჩხუთში მომხდარი ინციდენტით, გმობს დინამოელი ფეხბურთელების - რენე სანტოსისა და გიორგი პაპუნაშვილის საქციელს. კლუბში შედგება მომხდარი ფაქტის დეტალური განხილვა და ორივე მოთამაშე უმკაცრესად დაისჯება. აქვე გვინდა აღფრთოვანება გამოვხატოთ იმ მოთამაშეების მიმართ, რომლებიც თანაგუნდელთა ქცევის გამო ურთულეს
სიტუაციაში აღმოჩნდნენ, არ დაიბნენ, უმოკლეს დროში შეძლეს მობილიზება და მატჩის დადებითი შედეგით დასრულება", - ნათქვამია განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 8 /
stalinze magari qartveli politikosi damisaxelos ertma??? cudi iyo tu kargi iyo, magaze magari msoplio donis politikosi ar dabadebula da amistvis mainc imsaxurebs pativiscemas. tu ar metanxmebit mashin pashizmze gamarjvebis dge amovigot chveni dgesaswaulebidan, esec moitxovet radgan eg kaci iyo shemoqmedi am yvelapris.
mec dinamoeli var
16:31 17-10-2016
0
"დინამო" ს სახელის გაბითურება არამც და არამც არ შეიძლება ეპატიოს რომა ფიფიას (სხვას სახელს ვერ დავარქმევდი მის მოქმედებებს). თუ ვინმე არგუმენტად მომიყვანს გარემონტებულ ბაზასა და აკადემიას (იმას, მხოლოდ რაც ამ ადამიანმა ამ წლების მაძილძე გააკეთა), პასუხს გავცემ - ჩაიხედონ იურიდიულ დოკუმენტაციებში და გაერკვევიან... ფიფიამ ვალად დაადო შპს "დინამო თბილისს" ყველა დახარჯული თეთრი, რაც მოსვლის დღიდან დაუხარჯია. (შესაძლებელია ორმაგად, ან სამმაგადაც)
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული