დინამო (ბთ)-კოლხეთი 0:1 - "ქართული ლესტერი" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გელა სანაიას "კოლხეთი" წლევანდელი სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა. ქართული "კატენაჩოს" მიმდევრებმა ამ შეხვედრაშიც აჩვენეს, რომ ამ საქმის პროფესიონალებად იქცნენ. ფოთელებმა ამჯერადაც პრესინგით თამაში ამჯობინეს და მოედნის ყველა მონაკვეთზე მეტოქეს სივრცე ჩაუკეტეს. მასპინძლებმა კი ამის კონტრთამაშს ვერ მიაგნეს. გარდა ამისა, ერთეულ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, ბათუმელებს ტემპი და დინამიკა აშკარად აკლდათ...

პირველი სახიფათო მომენტი კოლხებმა მე-11 წუთზე შექმნეს, როცა შეტევის შორეული დარტყმით დასრულება ლაშა ჯღამაიას სცადა, მაგრამ მეკარე ანატოლი ტიმოფეევს დიდი საფრთხე ვერ შეუქმნა.

მე-15 წუთზე უკვე ბათუმელებმა შეუტიეს. დავით კვირკველიამ ფოთელთა
კართან დანიშნული ჯარიმა ჩინებულად შეასრულა და ანგარიშიც გაიხსნებოდა, რომ არა ძელი.

მალე სტუმრებმა საპასუხო შეტევა წამოიწყეს, რომელშიც კვლავ ჯღამაია მონაწილეობდა - მან საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა ვლადიმირ კორობკა, მაგრამ უკრაინელმა ლეგიონერმა მიზანს ააცილა.

მე-20 წუთზე "კოლხეთი" კიდევ ერთხელ გადარჩა, როცა დავით ბოლქვაძემ მეკარე გაბრიელ თებიძეს დაუგორა ბურთი. ბათუმელთა შემტევმა გადაცემის ჩაჭრა სცადა, თებიძე საჯარიმოდან გამოვარდა და ბურთი მოედნის ცენტრში მოიგერია, იქვე მყოფმა თორნიკე თარხნიშვილმა კი დაახლოებით 50 მეტრიდან ცარიელ კარში ძალიან ზუსტად და ძლიერად დაარტყა, თუმცა რასიმ რამალდინოვმა ბურთს კარის ხაზზე მიუსწრო, ნახტომში მოიგერია და ფოთელები გადაარჩინა.

მეორე ნახევარიც იმავე სცენარით წარიმართა. ფოთელები ისე კონტრშეტევაზე თამაშობდნენ. ვერ ვიტყვით, რომ ეს დავით კვირკველიას დღე იყო: ბათუმელთა ცენტრალური მცველი ნატკენი ფეხით თამაშობდა და უხეში შეცდომა გოლადაც დაუჯდა: ის შეტევის მოგერიებას ცდილობდა, როცა საჯარიმოსთან ბურთი ჯღამაიამ ჩაჭრა, საჯარიმოში შევარდნილ კორობკას გააყოლა და ანგარიში გაიხსნა - 0:1.

ორ წუთში ფოთელებმა კინაღამ მეორე გოლიც გაიტანეს - კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ძელთან უმეთვალყურეოდ დარჩენილი შოთა კერძევაძე დაუხვდა, მაგრამ ორიოდე მეტრიდან ძელს მოარტყა და ბათუმელები გადარჩნენ.
წაგების შიშმა "დინამო" გამოაცოცხლა. ისინი ხშირად ქმნიდნენ მომენტებს, მაგრამ ბევრი არაფერი გამოსდიოდათ. 65-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან კვირკველიას მიერ ჩაწოდებულ ბურთს საჯარიმოში თემურ შონია დაუხვდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან არაზუსტად "გაისროლა".

მალე, პაპუნა ფონიავამ მეკარესთან პირისპირ დატოვა ნიკა კვანტალიანი, მაგრამ რამალდინონმა (რომელმაც მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა) შემტევს ბურთი ფეხიდან ააცალა.

77-ე წუთზე შონიამ კიდევ ერთხელ დასცხო კარისკენ სახიფათოდ, თუმცა, თებიძემ საიმედოდ ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

აქ უკვე ბათუმელთა მთავარი მწვრთნელი ლევან ხომერიკი ვა-ბანკზე წავიდა - ცენტრალური მცველი კვირკველია შემტევით, მიხაილ გორელიშვილით შეცვალა და უკანა ხაზი 3 მოთამაშის ამარა დატოვა.

ბოლო წუთებზე ბათუმელებმა შტურმის მოწყობა სცადეს. ახლო მანძილიდან უტევდა ფონიავა, მერე ფლანგზე არჩილ ტვილდიანმა იაქტიურა, მხოლოდ მისი გადაცემის დაგვირგვინებას გიორგი ქავთარაძე თავით შეეცადა და თებიძემ კოლხები კიდევ ერთხელ გადაარჩინა.

ფლანგზე განვითარებული მორიგი იერიშის დაგვირგვინებას შონია საჯარიმოს სიახლოვიდან ცდილობდა, ბურთი კარში დაუხანებლადაც გააგზავნა, მაგრამ მიზანს მცირე მანძილით ააცილა.

ბათუმის "დინამოს" გააფთრებულმა მცდელობებმა ვერ უშველა, ფოთელები ტემპს ჭკვიანურად აგდებდნენ, რასაც მასპინძელმა ეფექტური კონტრხერხი ვერ დაუპირისპირა და მიმდინარე ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე პირველად დამარცხდა. ამით, სანაიას გაწვრთნილებმა პირველ წრეში შინ განცდილი მტკივნეული მარცხისთვის (0:5) რევანში აიღეს, ბათუმელებს გადაასწრეს და მე-2 ადგილზე დაწინაურდნენ.

"კოლხეთი" ჩემპიონატის აუტსაიდერად იყო მიჩნეული, მაგრამ სეზონის მსვლელობისას "ქართულ ლესტერად" გარდაიქმნა და ევროსაგზურის ზონაში დამკვიდრდა.

უმაღლესი ლიგა. IX ტური. წითელი ჯგუფი
15.10. ქობულეთი. ჩელე არენა
დინამო (ბთ)-კოლხეთი 0:1
გოლი: 0:1 კორობკა (53. ჯღამაიას პასით)
დინამო (ბთ): ტიმოფეევი, ტვილდიანი, მგელაძე, კვირკველია (76. გორელიშვილი), სუხიაშვილი, შონია, თარხნიშვილი, გეგეჭკორი (46. ფონიავა), ქავთარაძე, კვანტალიანი, მარიანოვიჩი (61. ე. ლობჯანიძე).
სათადარიგოები: რ. ტაკიძე, გოგოტიძე, ქორიძე, თევდორაძე
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
კოლხეთი: თებიძე, გ. კილასონია, რამალდინოვი, გოგონაია, ქებურია, შ. კერძევაძე, ოზარკივი, ჯღამაია (90. ლუკავა), ბოლქვაძე, ჟიშკარიანი (71. კაკულია), კორობკა (82. ჩაკვეტაძე).
სათადარიგოები: ძაგანია, ა. კვარაცხელია, ნ. ტუღუში, თ. შალიკაშვილი
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილებები: თარხნიშვილი (45), ქავთარაძე (57), ჯღამაია (57), ოზარკივი (61), კვირკველია (72), ტვილდიანი (80)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.

მომდევნო ტური
თეთრი ჯგუფი
22 ოქტომბერი
შუქურა-გურია

23 ოქტომბერი
დინამო (თბ)-ცხინვალი
ლოკომოტივი-ჩიხურა

წითელი ჯგუფი
22 ოქტომბერი
დილა-დინამო (ბთ)

23 ოქტომბერი
კოლხეთი-სიონი
სამტრედია-საბურთალო

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ცხინვალი) 7
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 6
ბ. ზივზიძაძე (სამტრედია) 6
თ. შონია (დინამო ბთ) 5.

სერკო კორძაია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი რა გოგიი...
ფოთელი
17 ოქტომბერი 2016 15:50
0
კაი რა ამას მოგება ქვია რასაც ფოთი აკეთებდა მეორე ტაიმში ანტი ფეხბურთია მთელი მეორე ტაიმი ფეხბურთელები იწვნენ
gogi mantidze 577 20 43 50
17 ოქტომბერი 2016 13:51
0
მოკლედ კოლხეთი იქჩება ევროსაგზურისაკენ და ეს კარგიცაა,მინდა დავინახო სანაიას კლუბი ევროთასებზე, ეგაა რომ დღევანდლე პირობებში კოლხეთი და დინამო ერთი დონისაა,დინამო ცოტ სისტემურიობით და ფინანსური მდგომარეობით სჯობს კოლხეთს. ვნახოთ რა იქნება ბოლო 4 ტურში
Guadua
17 ოქტომბერი 2016 13:17
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული