თბილისის "დინამომ" რენე ფერეირა და გიორგი პაპუნაშვილი დასაჯა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ლანჩხუთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ფეხბურთელები, რენე ფერეირა და გიორგი პაპუნაშვილი დასაჯა.

- მსაჯმა ორი დინამოელი ერთმანეთში ჩხუბის შემდეგ გააძევა [VIDEO]

"კლუბმა იმსჯელა ლანჩხუთში მომხდარზე. ორივე ფეხბურთელი, რენე ფერეირა და გიორგი პაპუნაშვილი დაჯარიმდნენ ერთი თვის ხელფასით.

გარდა ამისა, ამ მოთამაშეებმა მიიღეს გაფრთხილება - თუ კიდევ განმეორდება უდისციპლინო საქციელი მათი მხრიდან, გატარდება უმკაცრესი ზომები. მათ შორის, გამორიცხული არც დისკვალიფიკაციაა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ფეხბურთელი ნანობს ჩადენილ საქციელს. მათ ბოდიში მოიხადეს თანაგუნდელებისა და გულშემატკივრის წინაშე...", - გვითხრა "დინამოს" პრეზიდენტის რომან
ფიფიას
მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
papunashvili ertxel nucubidzis quchaze she.xvda fexit midioda, dzalian wesieri da tavdabali bijia, mastan gasaubrebis mere damrcha dadebiti warmodgena. didi varskvlavebsac mosvliat igive.ase rom nu gavakritikebt dzalian.
grafi
22 ოქტომბერი 2016 05:43
0
სამაგიეროდ მიიღებენ დავალებას, რომ რაც ფული და ნაცნობობაა გამოიყენონ ქუთაისელთა წინააღმდეგ,თან ნახევარფინალი თბილისში დაუნიშნეს და თუგინდ დაქცეულა სამყარო,ოღონდ ტორპედოსთან მსაჯიც მათი იქნება და გააგდონ თასიდან,აი ესაა მათი მთელი ფიქრი,და არა სამშობლოზე და სიყვარულზე,ჩვენ მათ ნაცი არაკაცი სექტანტებისაგან არ ვანსხვავებთ. დასაჯენ თუ არა მწვრთვნელები,რომლებმაც შეარცხვინეს საქართველო აი ესაა მთავარი.
განწირული ქართლოსი
21 ოქტომბერი 2016 18:40
0
დინამოს აკადემიასთან გაიარეთ ლიუბლიანას ქუჩაზე, სულ ჯიპიანი ხალხის შვილები დადიან სავარჯიშოთ, უმანქანოდ იქ არავინ მიდის, გაბღენძილი და უზრდელი ბავშვებია უმეტესობა.
dato
21 ოქტომბერი 2016 16:11
0
1:5 ესეც ჩვენი ნაქები იმედი დინამოს აკადემია!! ესეც თქვენი ლევან გვანცელაძე.. ბ-ნო რომან აკადემიაში კატასტროფაა და დროზე მიხედეთ. მწვრთნელები კორუფციის ჭაობში არიან და ნიჭიერი ბავშვები არ მოგდიის!!! დროზე მიხედეე..
Georgian
21 ოქტომბერი 2016 14:14
0
ვინ ხართ,რა ხართ,რას ნიშნავს უფრო მკაცრად დასჯა?რატომ?იმაზე ილაპარაკეთ დინამოს ახალგაზრდებმა ფეხბურთის თამაში რომ არ იციან.ეგ არის დინამოს აკადემია?ვინ წვრთნის ნიჭიერ ბავშვებს?და ა.შ.
რეზო
21 ოქტომბერი 2016 13:19
0
უფრო მკაცრ დასჯას იმსახურებდნენ.
ფერნანდო
21 ოქტომბერი 2016 12:18
0
ისე შეგემოწმებინათ რომელიმე აზიურ ტოტალიზატორში ხომ არ იყო ფსონი იმაზე, რომ ესენი იჩხუბებდნენ?
i
21 ოქტომბერი 2016 12:05
0
ეს რა დასჯაა! უმკაცრესად რომ არ სჯით ფეხბურთელებს, იმიტომ გაქვთ ბარდაგი ქართულ ფეხბურთში.
irakli
21 ოქტომბერი 2016 12:03
0
ცხვარი და ოციანი შეაწერეთ ორივეს!!!
დინაო 1981
21 ოქტომბერი 2016 11:26
0
რომან, ეს არ არის ისეთი თემა, ამას მოევლება, მაგრამ რა ეშველება თქვენს ახალგაზრდებს, რომლებმაც კაირატთან სამარცხვინოთ წააგეს ორთავე თამაში (მწვრთნელი ისევ თავის ადგილზეა?). რატომ ამ საკითხზე არ მსჯელობთ საჯაროდ? წაგებაცაა და წაგებაც. შეიძლება ქვეყნის უპირველესმა საფეხბურთო ბრენდის ახალგაზრდულმა გუნდმა ასე უიმედოდ წააგოს შუააზიელ თანატოლებთან? ნუთუ ესაა ტქვენი დონე? მოდით ამაზე ვიმსჯელოთ და არა რაღაც უაზრო წაკინკლავებაზე!!!!!!!!
gigo
21 ოქტომბერი 2016 11:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული