თბილისის "დინამომ" რენე ფერეირა და გიორგი პაპუნაშვილი დასაჯა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ლანჩხუთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ფეხბურთელები, რენე ფერეირა და გიორგი პაპუნაშვილი დასაჯა.

- მსაჯმა ორი დინამოელი ერთმანეთში ჩხუბის შემდეგ გააძევა [VIDEO]

"კლუბმა იმსჯელა ლანჩხუთში მომხდარზე. ორივე ფეხბურთელი, რენე ფერეირა და გიორგი პაპუნაშვილი დაჯარიმდნენ ერთი თვის ხელფასით.

გარდა ამისა, ამ მოთამაშეებმა მიიღეს გაფრთხილება - თუ კიდევ განმეორდება უდისციპლინო საქციელი მათი მხრიდან, გატარდება უმკაცრესი ზომები. მათ შორის, გამორიცხული არც დისკვალიფიკაციაა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ფეხბურთელი ნანობს ჩადენილ საქციელს. მათ ბოდიში მოიხადეს თანაგუნდელებისა და გულშემატკივრის წინაშე...", - გვითხრა "დინამოს" პრეზიდენტის რომან
ფიფიას
მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
papunashvili ertxel nucubidzis quchaze she.xvda fexit midioda, dzalian wesieri da tavdabali bijia, mastan gasaubrebis mere damrcha dadebiti warmodgena. didi varskvlavebsac mosvliat igive.ase rom nu gavakritikebt dzalian.
grafi
05:43 22-10-2016
0
სამაგიეროდ მიიღებენ დავალებას, რომ რაც ფული და ნაცნობობაა გამოიყენონ ქუთაისელთა წინააღმდეგ,თან ნახევარფინალი თბილისში დაუნიშნეს და თუგინდ დაქცეულა სამყარო,ოღონდ ტორპედოსთან მსაჯიც მათი იქნება და გააგდონ თასიდან,აი ესაა მათი მთელი ფიქრი,და არა სამშობლოზე და სიყვარულზე,ჩვენ მათ ნაცი არაკაცი სექტანტებისაგან არ ვანსხვავებთ. დასაჯენ თუ არა მწვრთვნელები,რომლებმაც შეარცხვინეს საქართველო აი ესაა მთავარი.
განწირული ქართლოსი
18:40 21-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული