თბილისის "დინამომ" რენე ფერეირა და გიორგი პაპუნაშვილი დასაჯა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ლანჩხუთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ფეხბურთელები, რენე ფერეირა და გიორგი პაპუნაშვილი დასაჯა.

- მსაჯმა ორი დინამოელი ერთმანეთში ჩხუბის შემდეგ გააძევა [VIDEO]

"კლუბმა იმსჯელა ლანჩხუთში მომხდარზე. ორივე ფეხბურთელი, რენე ფერეირა და გიორგი პაპუნაშვილი დაჯარიმდნენ ერთი თვის ხელფასით.

გარდა ამისა, ამ მოთამაშეებმა მიიღეს გაფრთხილება - თუ კიდევ განმეორდება უდისციპლინო საქციელი მათი მხრიდან, გატარდება უმკაცრესი ზომები. მათ შორის, გამორიცხული არც დისკვალიფიკაციაა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ფეხბურთელი ნანობს ჩადენილ საქციელს. მათ ბოდიში მოიხადეს თანაგუნდელებისა და გულშემატკივრის წინაშე...", - გვითხრა "დინამოს" პრეზიდენტის რომან
ფიფიას
მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
სირცხვილია რაცგურასტან მოხდა
irakli
10:43 21-10-2016
0
რამხელა იზარალეს ბიჭებმა.
rusi
10:59 21-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული