საჩხერის "ჩიხურამ" სტუმრად "ლოკომოტივი" ანგარიშით 4:1 გაანადგურა. დუბლით გამოირჩა საბა ლობჟანიძე.
"კოლხეთმა" შინ "სიონი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ 88-ე წუთზე "კოლხეთს" ვლადიმირ კორობკა გაუძევეს.
ხოლო "სამტრედიამ" საკუთარ მოედანზე "საბურთალოს" ანგარიშით 3:0 სძლია.
თეთრი ჯგუფი
თბილისი, "მიხეილ მესხი"
ლოკომოტივი-ჩიხურა 1:4
გოლი: 0:1 თორნიკე გორგიაშვილი (29), 0:2 გიორგი განუგრავა (66), 1:2 მათე ვაწაძე (76), 1:3, 1:4 საბა ლობჟანიძე (84, 86 პენ.)
წითელი ჯგუფი
ქობულეთი, "ჩელე არენა"
კოლხეთი-სიონი 1:0
გოლი: 1:0 ვლადიმირ კორობკა
გაძევება: 88 ვლადიმირ კორობკა (კოლხეთი)
სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-საბურთალო 3:0
გოლი: 1:0 დავით ჯიქია (15), 2:0 ბაჩანა არაბული (60), 3:0 ბუდუ ზივზივაძე (76)
თბილისის "დინამოსა" და "ცხინვალის" შორის მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.