გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან.
მკითხველი:
- მოგესალმებით, ნუკრი. პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ახალ გუნდში გადასვლა და წარმატებები გისურვოთ როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო ასპარეზზე. გითამაშიათ როგორც რუსეთში, ასევე, საქართველოს ჩემპიონატში... როგორ შეადარებდით ამ ორი ქვეყნის პირველობის დონეს ერთმანეთს? და რას ნიშნავს თქვენთვის საქართველოს სახელით თამაში? გმადლობთ.
- ჩემთვის საქართველოს სახელით თამაში ნიშნავს ყველაფერს. პატარაობიდანვე ნაკრებში
დონეებს რაც შეეხება: ორი აზრი არ არსებობს, რომ დიდია სხვაობა. თასზე "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ვითამაშეთ და ტრიბუნებისკენ რომ გავიხედე, 100-მდე ადამიანი იყო - ჩემი და სხვა ფეხბურთელების ახლობლები. მოედანზე 22-ნი ვართ და თითო ფეხბურთელის 5 ნათესავი რომ მოდის, კი არის 100-მდე ადამიანი... ჩვენთან ერთად, სტადიონზე გულშემატკივრებმაც უნდა შექმნან საფეხბურთო ატმოსფერო. რუსეთში ეს პრობლემა არ დგას.
სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა აქ შეგიძლიათ - ნუკრი რევიშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.