ნუკრი რევიშვილი: "ლოკომოტივთან" მატჩისას ტრიბუნებზე ავიხედე და მხოლოდ ჩვენს ნაცნობებს ვხედავდი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" მეკარე ნუკრი რევიშვილმა Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა. ამასთან, რევიშვილმა საუკეთესო კითხვა შეარჩია, რომლის ავტორსაც თავის სანაკრებო მაისურს უსახსოვრებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან.

მკითხველი:
- მოგესალმებით, ნუკრი. პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ახალ გუნდში გადასვლა და წარმატებები გისურვოთ როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო ასპარეზზე. გითამაშიათ როგორც რუსეთში, ასევე, საქართველოს ჩემპიონატში... როგორ შეადარებდით ამ ორი ქვეყნის პირველობის დონეს ერთმანეთს? და რას ნიშნავს თქვენთვის საქართველოს სახელით თამაში? გმადლობთ.
- ჩემთვის საქართველოს სახელით თამაში ნიშნავს ყველაფერს. პატარაობიდანვე ნაკრებში
თამაშზე ვოცნებობდი და ამას მივაღწიე. საამისოდ ძალიან დიდი შრომის გაწევა მომიწია.

დონეებს რაც შეეხება: ორი აზრი არ არსებობს, რომ დიდია სხვაობა. თასზე "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ვითამაშეთ და ტრიბუნებისკენ რომ გავიხედე, 100-მდე ადამიანი იყო - ჩემი და სხვა ფეხბურთელების ახლობლები. მოედანზე 22-ნი ვართ და თითო ფეხბურთელის 5 ნათესავი რომ მოდის, კი არის 100-მდე ადამიანი... ჩვენთან ერთად, სტადიონზე გულშემატკივრებმაც უნდა შექმნან საფეხბურთო ატმოსფერო. რუსეთში ეს პრობლემა არ დგას.

სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა აქ შეგიძლიათ - ნუკრი რევიშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ცხვარი შეწიროს ფიფიამ და ეშველება ამ საქმეს..
beee
13:20 24-10-2016
0
ფეხბურთის თამაშს როცა დაიწყებთ გენაცვალე გულშემატკივარიც მერე დაიწყებს სიარულს ;)
ლაშა
13:39 24-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული