![](https://sportall.ge/pictures/image31/e4849eb06c3305bf5c1c34f52438517d.jpg)
როგორც კლუბის პრესსამსახურისგან შევიტყვეთ, "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე არაერთ კანდიდატს განიხილავს, ერთ-ერთი კი გიორგი დევდარიანია.
შეგახსენებთ, რომ დევდარიანი "ლოკომოტივის" 19-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა, უმაღლეს ლიგაში კი გორის "დილაში" უმუშავია. დევდარიანს ასევე საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებები გაუწვრთნია.