თბილისის "ლოკომოტივი", შესაძლოა, გიორგი დევდარიანმა გაწვრთნას

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივში" ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, გუნდის ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟერარდ სარაგოსამ დაკავებული პოსტი დატოვა. კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების შედეგად იქნა მიღებული.

როგორც კლუბის პრესსამსახურისგან შევიტყვეთ, "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე არაერთ კანდიდატს განიხილავს, ერთ-ერთი კი გიორგი დევდარიანია.

შეგახსენებთ, რომ დევდარიანი "ლოკომოტივის" 19-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა, უმაღლეს ლიგაში კი გორის "დილაში" უმუშავია. დევდარიანს ასევე საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებები გაუწვრთნია.
მკითხველის კომენტარები / 7 /
დარწმუნებული ვარ რო წარმატებას მიახწევს და ძალიან საინტერესო ფეხბურთს ათამაშებს . იმაშიც ვარ დარწმუნებული რო მის ხელში ბევრი ახალი სახე გამოჩდება რომლებიც ახლო მომავალში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამოადგება . წარმატებები ნიჭიერ კაცს და მომავლის გუნდს !
ბაჩო
25 ოქტომბერი 2016 14:11
0
მათე არ მოგენატრა მშობლიური პენატები.ყველაფერი გააკეთე რომ მოხვდე ტორპედოში. რა თქმა უნდა ტორპედოს მამებმა უდა გამოავლინონ ინიციატივა!
გოგი ქუთაისელი
25 ოქტომბერი 2016 12:07
0
გაწრთვნით კი გაწვრთნის,მაგრამ შედეგი რა იქნება,აი ესაა მთავარი,ჯერ-ჯერობით სადაც უმუშავია ყველგან შედეგი 0-ის ტოლი იყო,რაც ძალიან სამწუხაროა.
roma
25 ოქტომბერი 2016 11:53
0
raper mzvrtnelebu goniat anda pizkulturis maszavleblad ar ivargebs arzerti
zaza
25 ოქტომბერი 2016 10:52
0
ედო ბადალავბილის საყურადღებოდ. გიორგი დევდარიანის საწვრთნელო კარიერა - 2001–2004 "თბილისი"
2011–2012 დინამო–2 თბილისი
2012 "დინამო" თბილისი
2012–2013 საქართველო 17 წლ.
2013 "დილა" გორი
2014–2015 საქართველო 19 წლ.
2015– ტრაბზონსფორი (თანაშემწე)
გიგა
25 ოქტომბერი 2016 09:50
0
რა თქმა უნდა დევდარიანი უნდა დანიშნონ
ალეკსანდრე
25 ოქტომბერი 2016 09:48
0
გიორგი წარმატებები, 19- ებში კარგი ბიჭები არ დაივიწყო , იქნებ თან წაიყვანო და შენთან ავარჯიშო
vaxo
25 ოქტომბერი 2016 03:10
0

სიახლეები პოპულარული