ვიაჩესლავ გროზნი: მსურს, საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი გავხდე!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- ოფიციალურად: თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ვიაჩესლავ გროზნია

"მოხარული ვარ თქვენგან გამოჩენილი ყურადღებით ისეთი დიდი ქართული კლუბისადმი, როგორიც თბილისის "დინამოა". ქართული ენა ჯერ არ ვიცი, მაგრამ ვისწავლი. მართალია, ბულგარული ენა სწრაფად შევისწავლე, მაგრამ ქართული ენა და მართლწერა ბევრად რთულია. ვფიქრობ, იმ ქვეყნის ენა აუცილებლად უნდა იცოდე, სადაც მუშაობ.

როცა მომეცა აქ მუშაობის საშუალება, სხვა მრავალი ვარიანტიც მქონდა, მაგრამ არც მიფიქრია, ისე მივიღე ეს გადაწყვეტილება, რადგან "დინამო" დიდი
გუნდია. ყველგან, სადაც მიმუშავია, ბურთის კონტროლი იყო ჩემი მთავარი ამოცანა.

მსურს, საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი გავხდე და ყველამ, გულშემატკივრებმა და მათ შორის, ჟურნალისტებმაც აღიარონ ეს. მე ღია პიროვნება ვარ და ჩაკეტილობას არავისთან ვაპირებ.

"სპარტაკი", "დნიპრო", - მე ასეთ ისტორიულ გუნდებში მიყვარს მუშაობა. ბევრი ისეთი ფეხბურთელი აღმიზრდია, ვინც "ჩელსიმდე", "ბარსელონამდე" მისულა.

დღეს პრესკონფერენციაზე 15 წუთი მაქვს, შემდეგ კი უნდა წავიდე ვარჯიშზე, რადგან მე თუ დისციპლინა არ დავიცავი, არც ფეხბურთელები იზამენ ამას.

არავის უარს არ ვეტყვი ინტერვიუზე და არც ფეხბურთელებს "დავუშლი". ვაფასებ ჟურნალისტების საქმიანობას, მიყვარს ხალხი, ვინც სიმართლეს წერს - რთული საქმიანობაა და იმედი მაქვს, საერთო ენას გამოვნახავთ.

სამწუხაროდ, დღეს "დინამო" თამაშის და შედეგის მხრივ ვერაა სათანადოდ დონეზე, მაგრამ ინფრასტრუქტურა მაღალ დონეზეა. ვიყავი აკადემიაში, მოვინახულე და ისეთია, ტაშს დაუკრავ.

სტადიონზე მისულს კი ფანები არ დამხვდნენ: რამდენი ჟურნალისტიც ხართ დღეს აქ, იმდენი ფანი იყო და ეს არასწორია. ფანებმა უნდა იარონ სტადიონზე, მე ასე მგონია.

ჩვენ ახალი ხალხი ვართ, ბევრი რამ ჯერ არ ვიცით, მაგრამ ისტორიულ გუნდში დიდი სიამაყით ჩამოვედით და ჩემს გულშია "დინამო". ამ გუნდს დიდი ისტორია აქვს. დღეს ფეხბურთელებსაც ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ის ისტორია უნდა გააგრძელო, რომელიც თქვენამდე დაიწყეს".

შედეგებზე პასუხისმგებელი მე ვარ და თუ რამე ცუდი იქნება, ფეხბურთელებზე ცუდს ნუ დაწერთ - მე გამაკრიტიკეთ, ჩემი ბრალი იქნება, რადგან სათანადოდ ვერ ვესაუბრე თამაშამდე და სწორი დავალებები ვერ მივეცი.

სამწვრთნელო შტაბში 3-ნი მეყოლებიან: 2 ჩემთან წლებია მუშაობს, მესამემ კი ენა იცის და დაგვეხმარება. ორიდან ერთი სამედიცინო შტაბს შეავსებს. ვინც მუშაობდა კლუბში სამედიცინო კუთხით, ჩემი მოთხოვნაა, რომ დარჩენილიყო. უბრალოდ, ვავსებ შტაბს. ყველა მომსახურე პერსონალი უნდა დარჩეს და გუნდში იმუშაოს, არავის გათავისუფლება არ მსურს.

ინციდენტი ლანჩხუთში? "სპარტაკში" მწვრთნელობის დროს "ბლექბერნთან" თამაში მომიწია. "ბლექბერნის" ფეხბურთელებმა ჩხუბი დაიწყეს ერთმანეთში და მსაჯმა არ გააძევა ფეხბურთელები, აქ კი - გააძევა.

მთავარი პრობლემა დისციპლინა არაა. ჩემი გადმოსახედიდან, მთავარი პრობლემა ფეხბურთელებში მოტივაციის ნაკლებობაა. კიდევ, ფიზიკური მომზადების დაბალი დონეა - მე-60 წუთის მერე გუნდი ჩერდება.

ტაქტიკურად გუნდი არათანამედროვე სტილით თამაშობს - პრესინგი არ იცის. უბურთოდ შავ სამუშაოს ვერ ასრულებს, საჯარიმოს გარედან ვერ ურტყამს, აგრესიულ ფეხბურთს ვერ თამაშობს...

ბევრი მომენტია, რომელიც არ აძლევს უფლებას დღეს "დინამოს", ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე. ზაგრების "დინამოსთან" იმიტომ წააგო "დინამომ", რომ იქ 7 წლიდან იციან, რა და როგორ უნდა აკეთონ. იციან ბურთთან კონტროლი და სხვა რამე", - განაცხადა გროზნიმ.
მკითხველის კომენტარები / 16 /
გოგი ქუთაისელი

რაფერაა ,უმაღლეს ლიგაში დარჩენა უკვე უზურნველყო ჩხეტიანმა? თასის ფინალში გასვლაც? :)
QWERTY
13:11 26-10-2016
0
ვერ მოასწრებ ენის სწავლას გაგიშვებენ მალე
romiko
12:00 26-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული