უმაღლესი ლიგა. XI ტური: "ჩიხურამ" მოიგო და საჩემპიონო პლეი-ოფი გაინაღდა [VIDEO]

AutoSharing Option
29 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-11 ტური ორი მატჩით გაიხსნა.

"თეთრი ჯგუფის" ლიდერმა საჩხერის "ჩიხურამ" გორში ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ აგებდა, საბოლოოდ მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით სოსო ფრუიძის გუნდმა 23 ქულა დააგროვა და საჩემპიონო პლეი-ოფში მონაწილეობა გაინაღდა. დარჩენილ ტურებში თბილისის "დინამოს" აქვს თეორიული შანსი, ქულებით გაუთანაბრდეს "ჩიხურას", თუმცა უერთიერთშეხვედრებით უპირატესობა ამ უკანასკნელს ექნება (0:0, 2:1).

ლანჩხუთში "გურიამ" თბილისის "ლოკომოტივი" მიიღო
და ისტორიაში პირველად მოუგო - 1:0. ამ გამარჯვებით გურულებმა 11 ქულა დააგროვეს და "თეთრ ჯგუფში" დროებით მესამე პოზიციაზე აინაცვლეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დღის ბოლოს "წითელ ჯგუფში" მე-11 ტურის შეხვედრას ჩაატარებენ "საბურთალო" და ფოთის "კოლხეთი", კიდევ სამი მატჩი კი კვირას, 30 ოქტომბერს გაიმართება.

უმაღლესი ლიგა. XI ტური
თეთრი ჯგუფი
29.10. ლანჩხუთი. ევ. შევარდნაძე.
გურია-ლოკომოტივი 1:0
გოლი: 1:0 ევგენი მურაშოვი (49).

29.10. გორი. თენგიზ ბურჯანაძე.
ჩიხურა-ტორპედო 2:1
გოლები: 0:1 ოლეგ მამასახლისი (პენ. 65), 1:1 თორნიკე გორგიაშვილი (66), 2:1 ლაშა ჩიკვაიძე (85).

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

30.10. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ)
ცხინვალი-შუქურა

წითელი ჯგუფი
29.10. თბილისი. მიხეილ მესხი. 17:00
საბურთალო-კოლხეთი

30.10. ბოლნისი. თამაზ სტეფანია. 15:00
სიონი-დილა

30.10. ქობულეთი. ჩელე არენა. 15:00
დინამო (ბთ)-ზუგდიდი
მკითხველის კომენტარები / 13 /
არ გინდათ რომ მოეშვათ სამტრედიელები და საჩხერლები წინასწარ ზეიმს და ჩემპიონობას? დაელოდეთ მატჩებს და მერე ილაპარაკეთ. ძლიერი გაიმარჯვებს.

წარმატებები სამტრედიას
დიტო
12:51 30-10-2016
0
ტორპედო მე-3 ადგილას გავა და კიდევ დ.ყიფიანის სახელობის თასის მფლობელიც გახდება
GFF Bot
23:21 29-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული