"ზუგდიდის" კაპიტანი: ეგ ადამიანი თავს ინვესტორად არ თვლის!

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" კაპიტანმა ნიკოლოზ აფაქიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომლიდანაც ირკვევა, რომ კლუბს სპონსორი არ ჰყავს და რომ ის ფინანსურად მძიმე მდგომარეობაშია.

აფაქიძის მეირ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"მოგესალმებით. როგორც "ზუგდიდი"-ს კაპიტანი, მინდა გაგაცნოთ გუნდის ირგვლივ არსებული ვითარება, თუ რა მდგომარეობაში არის ჩვენი გუნდი!

მოკლედ, დღეს Skype-ს მეშვეობით შედგა ჩვენი და უკრაინელი სპონსორის საუბარი! თავიდანვე გეტყვით, რომ ეგ ადამიანი თავს ინვესტორად არ თვლის! მისი ნაამბობი:

"სვიატოსლავ სიროტა (ყოფილი დირექტორი) შემხვდა და დამაინტერესა გუნდით, რომ თუ მივცემდი მას 50 000
დოლარს მხოლოდ თავისი ფეხბურთელებისთვის, ის გაიყვანდა გუნდს ევროპის ლიგაზე და იქნებოდა ფინანსური სარგებლის მომტანი";

"სპონსორი" ასევე აცხადებს, რომ მზადაა გუნდს ასესხოს თანხა თუ გუნდი გარკვეულ ვადაში დააბრუნებს;

ირკვევა, რომ სპონსორს და ქალაქის მერიას შორის გაფორმებულ შეთანხმებაში არ არის პუნქტი, რომელიც მას ავალდებულებს თანხის ჩარიცხვას და თუ არ ჩარიცხავს, შეთახმება უქმდება;

დღევანდელი მდგომარეობით, გუნდს აქვს დავალიანება 2 თვის მხოლოდ ძირითად გუნდში! ასევე U19 - გუნდის და თანამშრომლების მიმართ;

გარდამავალი ჩემპიონატისთვის განკუთვნილი 600 000 დან ფონდში ჩვენს ანგარიშზეა 85 000; დასარიგებელია 4 თვის ხელფასი დეკემბრის ჩათვლით; ჩემპიონატის პირველი ტურის შემდეგ გუნდი დატოვა ათმა ფეხბურთელმა;
მეშვიდე ტურში გუნდს ჰყავს მეოთხე მთავარი მწვრთნელი;

ხვალ არის მეცხრე ტურის მატჩი ბათუმის "დინამოსთან", გუშინ და დღეს გუნდს არ უვარჯიშია; ამ ყველაფრის ფონზე გუნდს აქვს რეალური შანსი რომ დარჩეს უმაღლეს ლიგაში;

WELCOME TO REALITY" - წერს ზუგდიდელთა კაპიტანი.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ერთი ფეხბურთი ქონდა ხალხს გასართობად ,და ისიც დამარხეს გოგოხიამ და ინალიშვილმა.უკვე გვზიზღება ეს ხალხი როგორც გველის წიწილები.
თენგო
12:23 31-10-2016
0
ეს რა მოუშორებელი ჭირი შეგვეყარა ინალიშვილის სახით.წაიყვანოს ბატონო ყოლბაიამ ეს არაფლის მაქნისი თავისი სიძე სადაც უნდა ოღონდ მოგვაშოროს აქედან.
გიორგი
12:07 31-10-2016
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული