12:05 31-10-2016
გურია-ლოკომოტივი 1:0 - რა აკადრა გიორგი დევდარიანმა უკრაინელ კოლეგას? [VIDEO]
AutoSharing Option
უფრო რთულ სიტუაციაში მასპინძლები იყვნენ, რომელთაც მოგების გარდა სხვა გზა არ დარჩენოდათ. ამიტომაც იყო, "გურია" მეტად მონდომებული რომ ჩანდა.
საფეხბურთო ფორტუნამაც არ გაწირა გურულები - ევგენი მურაშოვის მიერ გატანილი ულამაზესი გოლით 1:0 მოიგეს და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა აიღეს.
ეს პირველი შემთხვევაა ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიაში, როცა "გურიამ" "ლოკომოტივს" მოუგო. ამ უკანასკნელის მთავარი მწვრთნელის რანგში, გიორგი დევდარიანისთვის ეს იყო სადებიუტო შეხვედრა, რომელშიც თავის გუნდს ბოლომდე ვერ უხელმძღვანელა, რადგან 89-ე წუთზე არბიტრმა ტექნიკური ზონიდან გააძევა.
როგორც გაირკვა, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლანჩხუთელთა უკრაინელ მთავარ მწვრთნელს, ოლეგ ლეშჩინსკის - უკრაინაში "იბლატავეო", უწმაწური სიტყვების ფონზე დაუყოლებია...
ერთი საინტერესო ფაქტიც: მატჩს თვალყურს ადევნებდა გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე. ოჯახთან ერთად "გურიას" მხურვალედ გულშემატკივრობდა "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო წილოსანიც.
უმაღლესი ლიგა. XI ტური. თეთრი ჯგუფი
29.10. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
გურია-ლოკომოტივი 1:0
გოლი: 1:0 მურაშოვი (49)
გურია: იმერლიშვილი, ჭეიშვილი, მეგრელიშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, მოროზენკო, ჭეჭელაშვილი, კირკიტაძე, მურაშოვი (90. იმნაძე), დინიზი (60. სტეფნიაშვილი), ფილიპე (84. ნ. დიასამიძე).
სათადარიგოები: ხვედელიძე, თევზაძე, ზ.გელაშვილი, პატერსონი
მწვრთნელი: ოლეგ ლეშჩინსკი
ლოკომოტივი: თევდორაძე, კლიმიაშვილი, ჩაგელიშვილი (75. გავაშელიშვილი), გ. დიასამიძე, ქიქავა (61. სამურკასოვი), პატარკაციშვილი, მახარაძე, გაბაძე, ზარანდია, უბილავა, ბუღრიძე (53. კიკაბიძე).
სათადარიგოები: კუპატაძე, ნ. ჭანტურია, გეთიაშვილი, გავაშელიშვილი, დუმბაძე
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გაფრთხილება: ჭეიშვილი (77), ზარანდია (90), სტეფნიაშვილი (90)
გაძევება: დევდარიანი (89. მწვრთნელი/ლოკომოტივი)
არბიტრი: ჯ. ხორავა.
მომდევნო ტური
5 ნოემბერი
თეთრი ჯგუფი
ლოკომოტივი-ცხინვალი
შუქურა-დინამო (თბ)
ტორპედო-გურია
წითელი ჯგუფი
დილა-საბურთალო
კოლხეთი-სამტრედია
ზუგდიდი-სიონი
ბომბარდირები
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 8
ჯ. დვალი (ცხინვალი) 7
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 7
გ. ხარაიშვილი (საბურთალო) 6
გ. ფანცულაია (საბურთალო) 6.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
ეს პირველი და უკანასკნელი დასწრება იყო მაგის :))