აქვე, აუცილებელი განმარტებაც: ვინც თვალი მიადევნა შუა კვირაში ჩატარებულ ნახევარფინალებს, ალბათ, ყველა დაგვეთანხმება, რომ "ტორპედომაც" და "მერანმაც" ფინალის საგზური ალალად დაიმსახურეს. თუმცა, თასის ფინალამდე ჩემპიონატის კიდევ 2 ტურია გასამართი და ამ ორ ტურში კი, ფაქტობრივად, თითქმის ყველა მატჩს უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა ექნება.
სხვანაირად ვერც
თანაც, "წითელი ჯგუფისაგან" განსხვავებით, "თეთრ ჯგუფში" მართლაც ჩახლართული სატურნირო სიტუაციაა - "ჩიხურას" შემდეგ ცხრილში მყოფ ექვსივე გუნდს ევროპალიგის პლეი ოფში მონაწილეობის შანსიც აქვს და... პირველ ლიგაში დაქვეითების საფრთხეც ემუქრება.
წითელი ჯგუფი
05.11. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 14:00
დილა-საბურთალო
პირველი წრე 1:2
დისკვალიფიკაცია: ირაკლი მოდებაძე (დილა)
ურთიერთშეხვედრები
3: +2 =0 -1, 6:4
05.11. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 14:00
დილა-საბურთალო
პირველი წრე 1:2
დისკვალიფიკაცია: ირაკლი მოდებაძე (დილა)
ურთიერთშეხვედრები
3: +2 =0 -1, 6:4
ამ წყვილს უმაღლეს ლიგაში დარჩენა ჯერ არ გაუნაღდებია, თუმცა, ჩვენი აზრით, ორივე გუნდს მეტ-ნაკლებად უპრობლემოდ შეუძლია ამ ამოცანის გადაჭრა; ეგ კი არა, მოვლენათა სასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში, "დილასაც" და "საბურთალოსაც" ევროპალიგის პლეი ოფის საგზურისათვისაც შეუძლიათ იბრძოლონ.
ყოველ შემთხვევაში, ამ ჯგუფში "გადამრჩენელ და უპრობლემო" მეოთხე ადგილის დაკავება ამ გუნდებს არ უნდა გაუჭირდეთ. თუმცა, კინაღამ დაგვავიწყდა, რომ მიმდინარე სეზონში პროგნოზებისაგან თავი უნდა შევიკავოთ...
ორ თვეზე მეტია, "დილას" საშინაო მატჩი არ მოუგია. ეგ კი არა, უჩა სოსიაშვილის გუნდი (სერიოზული საკადრო პრობლემებით რომ ხვდება სეზონის ფინიშს) უკვე სამი შეხვედრაა, არ გაუმარჯვია და ამის გამოც ჩამოქვეითდა მე-5 ადგილზე.
სამაგიეროდ, სახიფათო ზონას დასცილდა "საბურთალო": გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა წინა ტურში ხომ სეზონის ყველაზე უხვგოლიან მატჩში გამანადგურებელი ანგარიშით (6:1) დაამარცხა "კოლხეთი".
სხვათა შორის, "საბურთალოს" ერთი მატჩით მეტი აქვს ჩასატარებელი, ვიდრე მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ "კოლხეთსა" და ბათუმის "დინამოს".
05.11. ქობულეთი. ჩელე არენა. 14:00
კოლხეთი-სამტრედია
პირველი წრე 0:2
დისკვალიფიკაცია: ომარ გოგონაია, დავით ბოლქვაძე, ვლადიმირ კორობკა (ყველა - კოლხეთი)
ურთიერთშეხვედრები
34: +16 =8 -10, 52:35
კოლხეთი-სამტრედია
პირველი წრე 0:2
დისკვალიფიკაცია: ომარ გოგონაია, დავით ბოლქვაძე, ვლადიმირ კორობკა (ყველა - კოლხეთი)
ურთიერთშეხვედრები
34: +16 =8 -10, 52:35
ამ ჯგუფის ლიდერების დაპირისპირებასაც საკმარისზე მეტი ინტრიგა ახლავს: "კოლხეთს" ერთი ქულა სჭირდება, ყველანაირი უსიამოვნებისაგან თავი რომ დაიზღვიოს.
თავის მხრივ, "სამტრედიასაც" ისეთი სატურნირო სიტუაცია აქვს, უკმაყოფილო რომ არ უნდა დარჩეს საყაიმო შედეგით. ეგ კი არა, წაგების შემთხვევაშიც კი მაინც "სამტრედია" რჩება ამ ჯგუფის უპირველეს ფავორიტად.
თუმცა გვეეჭვება, გია ცეცაძის შემტევმა გუნდმა სამომავლოდ გადადოს საჩემპიონო პლეი ოფის საგზურის განაღდება: საკადრო პრობლემებით დატანჯული "კოლხეთის" ძლევით "სამტრედიას" ხომ ვერც ერთი გუნდი ვერ შეეცილება პირველ ადგილს!
06.11. სამტრედია. 14:00
ზუგდიდი-სიონი
პირველი წრე 1:4
ურთიერთშეხვედრები
19: +6 =5 -8, 19:22
ზუგდიდი-სიონი
პირველი წრე 1:4
ურთიერთშეხვედრები
19: +6 =5 -8, 19:22
ამ ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტრიგო მატჩი, სადაც წაგებული გუნდი, დიდი ალბათობით, თითქმის განწირული იქნება პირველ ლიგაში დასაქვეითებლად! ბოლო დროს "ზუგდიდის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ამჯერად აღარ ვისაუბრებთ.
აი, სატურნირო სიტუაციას რაც შეეხება, გუნდს ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. მოკლედ, ზედიზედ მეორე სეზონია, "ზუგდიდს" უმძიმესი ფინიში აქვს,
აი, "სიონს" კი სიტუაციას ის ურთულებს, რომ უშუალო კონკურენტებისაგან განსხვავებით, ჩემპიონატის ბოლომდე მხოლოდ ორი მატჩი უნდა ჩაატაროს.
არადა, შემადგენლობით არმაზ ჯელაძისა და ლადო ბურდულის გუნდი ნამდვილად არ იმსახურებს ცხრილის ქვედა ნაწილში ყოფნას; მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ გარდამავალ ჩემპიონატში "სიონმა" პირველი მატჩი მხოლოდ მე-5 ტურში მოიგო და ეს გამარჯვებაც (4:1) ქვემოქართლურმა გუნდმა..."ზუგდიდთან" მოიპოვა.
შენიშვნა: დინამო (ბთ) ისვენებს
თეთრი ჯგუფი
06.11. ქობულეთი. ჩელე არენა. 14:00
შუქურა-დინამო (თბ)
პირველი წრე 1:1
დისკვალიფიკაცია: ლადო დვალიშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი (ყველა - დინამო)
ურთიერთშეხვედრები
5: +0=1 -4, 2:12
06.11. ქობულეთი. ჩელე არენა. 14:00
შუქურა-დინამო (თბ)
პირველი წრე 1:1
დისკვალიფიკაცია: ლადო დვალიშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი (ყველა - დინამო)
ურთიერთშეხვედრები
5: +0=1 -4, 2:12
ეს მატჩი უდიდეს ინტერესს იწვევს: მასპინძლები დღესდღეობით კი იმყოფებიან მეტ-ნაკლებად "გადამრჩენელ" პოზიციაზე, მაგრამ სხვა კონკურენტებისაგან განსხვავებით, ერთით ნაკლები მატჩი რჩებათ სეზონის ბოლომდე.
ჩემპიონატის ასეთ გადამწყვეტ ეტაპს კი "შუქურა" მშვენიერი სერიით ხვდება: გია გურულის გუნდმა ბოლო ოთხ მატჩში ორი მოიგო და ორიც ფრედ ითამაშა! ამას გარდა, "შუქურა" ნავსის გატეხასაც შეეცდება: საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ქობულეთელთა გუნდს ჯერ არც ერთი მატჩი არ მოუგია თბილისის "დინამოსათვის".
ეგ კი არა, პირველად მხოლოდ ამ გარდამავალ ჩემპიონატში მოხდა, როცა "შუქურამ" ფრედ ითამაშა ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიან გუნდთან. თუმცა, დღესდღეობით "დინამო" ისეთ სიტუაციაშია, წარსულ დიდებასა თუ სხვა განსაკუთრებულ-გამორჩეულ ფაქტებზე ლაპარაკიც ზედმეტია.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საქართველოს აწ უკვე ექსჩემპიონს ჯერ უმაღლეს ლიგაში დარჩენაც არ გაუნაღდებია. ახლა, დარჩენილი მატჩების კალენდარს არ იკითხავთ? "შუქურა", "ლოკომოტივი", "ტორპედო" - სამივე მეტოქეს ხომ ასევე ჰაერივით სჭირდება ქულები და ადვილი წარმოსადგენია, რაოდენ რთული მატჩები ელის ვიაჩესლავ გროზნის გუნდს.
აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი აშკარად შორს არის ოპტიმალური ფორმისაგან და ამის დასტურად შუა კვირაში "ტორპედოსთან" გამართული ნახევარფინალური მატჩიც გამოდგება. სხვისი რა მოგახსენოთ, მაგრამ, ჩვენი აზრით, დინამოელთა შემადგენლობაში მხოლოდ ორი ფეხბურთელი იყო, პრინციპულ მეტოქესთან მატჩში საყვედურს რომ ვერავინ ეტყოდა: ჯაბა ჯიღაური და ოთარ კიტეიშვილი...
06.11. თბილისი. მიხეილ მესხი. 14:00
ლოკომოტივი-ცხინვალი
პირველი წრე 2:1
ურთიერთშეხვედრები
12: +5 =4 -3, 16:13
ლოკომოტივი-ცხინვალი
პირველი წრე 2:1
ურთიერთშეხვედრები
12: +5 =4 -3, 16:13
ამ ტურში თბილისში მხოლოდ ერთი მატჩი უნდა გაიმართოს და ისე როგორც "თეთრი ჯგუფის" სხვა დანარჩენი ორი პაექრობა, ამ შემთხვევაშიც წარმოუდგენლად გვეჩვენება ამ წყვილში ფავორიტის გამოცნობა.
დღესდღეობით "ლოკომოტივი" 2 ქულით უსწრებს "ცხინვალს" და ასევე 2 ქულით არის დაშორებული გასავარდნ ზონას, მაგრამ ამ ჯგუფში წინაწარ რაიმეს პროგნოზირება, ფაქტობრივად, გამორიცხულია. არადა, წარმატებული ფინიშით, "ლოკომოტივი"... ევროპალიგის პლეი ოფში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო თუ კვლავაც ვერ დაასრულა წარუმატებელი სერია (ზედიზედ 3 წაგება), აი, მაშინ კი, წინა სეზონივით კვლავაც ბოლო ტურში მოუწევს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე ზრუნვა.
"ცხინვალს", სავარაუდოდ, ევროტურნირებზე საფიქრალი არც უნდა ჰქონდეს და გუნდის უმთავრესი საზრუნავიც, რა თქმა უნდა, ბოლო ადგილიდან თავის დაღწევა იქნება.
06.11. გორი. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 18:00
ტორპედო-გურია
პირველი წრე 1:2
დისკვალიფიკაცია: გუგა ფალავანდიშვილი (ტორპედო)
ურთიერთშეხვედრები
30: +17 =3 -10, 64:40
ტორპედო-გურია
პირველი წრე 1:2
დისკვალიფიკაცია: გუგა ფალავანდიშვილი (ტორპედო)
ურთიერთშეხვედრები
30: +17 =3 -10, 64:40
არანაკლებ საინტერესო უნდა იყოს ამ ტურის ყველაზე გვიანი მატჩიც - გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდები "ექვსქულიან დაპირისპირებაში" შეეცდებიან სატურნირო სიტუაციის გამოსწორებას.
"ტორპედო" შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იმიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ მეტოქესთან შედარებით ერთით მეტი მატჩი აქვს ჩასატარებელი ჩემპიონატის ბოლომდე.
ოღონდ, ისიც სათქმელია, რომ იმავე "გურიასაგან" განსხვავებით, ქუთათურთა გუნდს დარჩენილი მატჩები ასევე "არანორმალურად" მოტივირებულ მეტოქეებთან დარჩა. თუმცა, "ტორპედომ" ამ დარჩენილ სამივე შეხვედრაში რომ იმავე ხარისხის ფეხბურთი უჩვენოს, როგორითაც თასის ნახევარფინალში ასიამოვნა თავის ქომაგებს (გნებავთ - ნეიტრალური გულშემატკივრები), მაშინ კახა ჩხეტიანის დამოძღვრილ გუნდს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეს.
ეგ კი არა, მოვლენების ისეთ განვითარებასაც ნუ გამოვრიცხავთ, რომ დღესდღეობით ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა "ტორპედომ" ჩემპიონატი... მეორე ან მესამე ადგილზეც დაამთავროს.
"გურიას" მდგომარეობას კი ის ართულებს, რომ უკვე მომდევნო ტურში ამთავრებს ჩემპიონატს და შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ბოლო ტურში სხვა მატჩების შედეგებზე იყოს დამოკიდებული უმაღლეს ლიგაში ლანჩხუთელთა გუნდის დარჩენა-არდარჩენის საკითხი...
შენიშვნა: ჩიხურა ისვენებს
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"