"სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით, "ზუგდიდს" საშინაო არენის, ზედა ეწერის სტადიონის მოედნის საფარის მდგომარეობა უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს არ შეეფერება. გთხოვთ, 2016 წლის 4 ნოემბრამდე მოგვაწოდოთ ალტერნატიული სტადიონის ლოკაცია, სადაც თქვენი გუნდი ჩემპიონატის საშინაო შეხვედრებს გამართავს", - ვკითხულობთ სფფ-ის მიერ ზუგდიდში გაგზავნილ წერილში.
აღსანიშნავია, რომ ზედა ეწერის სტადიონის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, კლუბის ადმინისტრაციამ სფფ-ისგან შენიშვნები ადრე მიიღო და როგორც "ზუგდიდის" განცხადებაშია მითითებული, სწრაფი რეაგირებაც
შეგახსენებთ, რომ მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება სფფ-მ ორ გუნდთან დაკავშირებით მიიღო: პირველად - "კოლხეთს" ფოთის "პარკი არენაზე" თამაში მოედნის უხარისხობის გამო აუკრძალეს. ბოლო ტურში, საჩხერის "ჩიხურასაც" იგივე პრობლემა შეექმნა და ქუთაისის "ტორპედოს", ივანწმინდას ნაცვლად, გორში უმასპინძლა.
ცხადია, ამ გადაწყვეტილებას "ზუგდიდის" ხელმძღვანელობა არ გაუხარებია. გარდამავალი ჩემპიონატის ფინიშზე გუნდის სატურნირო მდგომარეობა უმძიმესია. ამას გარდა, კლუბში ინვესტორის ირგვლივ დატრიალებული მოვლენებიც არახალია. მაგრამ "ზუგდიდის" ინტერესებიდან გამომდინარე, ფეხბურთელები "სიონთან" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მატჩის ჩასატარებლად ემზადებიან.
ამ დროს, მათთვის ზედა ეწერის სტადიონზე თამაშის აკრძალვა უსიამოვნო სიახლეა.
"ბუნებრივია, არავის აქვს ილუზია, რომ ზედა ეწერის სტადიონი სრულყოფილია და სტანდარტებს ბოლომდე აკმაყოფილებს, მაგრამ დღემდე ჩატარებული თითოეული მატჩის შემდეგ მათი სრულყოფილად და ორგანიზებულად ჩატარებისთვის სფფ-ის წარმომადგენლებისგან არაერთი მადლობა მიგვიღია.
ცხადია, "ზუგდიდი"-"სიონის" შეხვედრა ორივე გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ასეთ დროს, საკუთარ სტადიონზე, საკუთარი ქომაგების წინაშე მატჩის გამართვაზე უარი დაძაბულობას კიდევ უფრო ქმნის", - წერია კლუბის განცხადებაში.
გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ სად უმასპინძლებს "ზუგდიდი" ბოლნისურ კლუბს, დღეს გახდება ცნობილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"