ამ საქმიდან სიამოვნებას ვეღარ ვიღებ - ალეკო ამისულაშვილი "დინამოდან" წავიდა

AutoSharing Option
დღეს, 4 ნოემბერს, თბილისის "დინამომ" გუნდიდან გუნდის კაპიტანი ალეკო ამისულაშვილი გააცილა.

ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის ბაზაზე, ამისულაშვილი თანაგუნდელებს დაემშვიდობა. "დინამო თბილისის" პრეზიდენტის, რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ მას კლუბის სახელით მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ამიერიდან, გუნდის კაპიტნის სამკლავურს გოლკიპერი ნუკრი რევიშვილი მოირგებს.

34 წლის ფეხბურთელის თქმით, რომელმაც ცოტა ხნის წინ ეროვნული გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ჯერჯერობით დასვენებას აპირებს და ამ ეტაპზე, ზუსტად არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას.

"კარიერის განმავლობაში დაახლოებით 4 წელი გავატარე "დინამოში" და ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის
მარტივი არ ყოფილა. ჯერჯერობით არ ვიცი, სად გავაგრძელებ კარიერას, ახლა მხოლოდ დასვენება მსურს.

ჩემთვის ფეხბურთის გარეშე ცხოვრება ძალიან რთულია, ამიტომ ალბათ დავრჩები ფეხბურთში. ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიმიღია. სიმართლე გითხრათ, კარიერის ბოლო 1 სეზონის გატარებაზე მშობლიურ კლუბ "თელავშიც" მიფიქრია, თუმცა ჯერ არ ვიცი, რა იქნება. დავიცადოთ და ვნახოთ.

ამ ბოლო დროს ბევრი წარუმატებლობა იყო "დინამოში". ევროასპარეზზე უკეთ შეგვეძლო თამაშში, ვერც ჩემპიონატში ვიმარჯვეთ და "ტორპედოსთან" მარცხის გამო ვეღარც ქვეყნის თასისთვის ვიბრძოლებთ.

ნაკრებიდანაც წამოვედი... ფეხბურთი ჩემთვის იქცა საქმედ, რომლისგანაც სიამოვნებას ვეღარ ვიღებდი", - განაცხადა ამისულაშვილმა.

"დღეს "დინამოდან" ვაცილებთ სამაგალითო ფეხბურთელს, სპორტსმენ ალექსანდრე ამისულაშვილს. მან მთელი თავისი კარიერით დაამტკიცა, თუ როგორი მებრძოლი ადამიანია. ამისულაშვილი მაგალითი იქნება ყველა იმ დინამოელისთვის, ვინც გუნდში რჩება. ის იმ ლეგენდარულ ფეხბურთელთა სიაში შევიდა, რომელსაც ოდესმე "დინამოს" კაპიტნის სამკლავური უტარებია.

დღეს ის ამ სამკლავურს გუნდის ახალ კაპიტანს, ნუკრი რევიშვილს გადასცემს. გუნდის სახელით მადლობას ვუხდით მას "დინამოში" გატარებული პერიოდისთვის და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ", - განაცხადა "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ.

ამისულაშვილმა "დინამოს" მაისური პირველად 2001 წელს მოირგო. მაშინ მან კლუბში 3 სეზონი გაატარა, შემდეგ "დნიპროსა" და კიევის "დინამოში" ითამაშა, 2005 წელს კი ისევ თბილისის "დინამოში" დაბრუნდა, საიდანაც 2006 წელს "ტავრიაში" გადაბარგდა. ამისულაშვილი "დინამოს" 2016 წლის იანვარში დაუბრუნდა. ამ ხნის განმავლობაში მან "დინამოს" მაისურით ეროვნულ ჩემპიონატში 120 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

ამისულაშვილს, რომელმაც საფეხბურთო კარიერა თელავის "კახეთში" დაიწყო, სხვადასხვა დროს ასევე უთამაშია რუსულ კლუბებში: "შინიკში", ნალჩიკის "სპარტაკში", "კრასნოდარსა" და "კრილია სოვეტოვში", თურქულ "ქაისერისფორსა" და "ქარშიაქაში", ბაქოს "ინტერში".
მკითხველის კომენტარები / 6 /
თელავში გელით ❤
შაკო
05 ნოემბერი 2016 13:14
0
აჰა ამისულაშვილი იყო მაგარი მცველი თავის კარიერის მანძილზე. დინამოში თუ გრძნობენ თავის პასუხისმგებლობას ის ახალგაზდები რომლებიც გუნდში დარჩნენ,ამისულაშვილმა დიდი ფეხბურთის თანაში შეძლო და ღმეღთმა გაუმარჯოს.დანარჩენმა დინამოელებმა უნდა იგრძნონ რომ ქართულ ფეხბურთის ფლანგნმანში თამაშობენ.ამისულაშვილს კიდევ მეტი შეეძლო თავის კარიერის მანძილზე მაგრამ არ გამოვიდა, რაც შეძლო ამისთვის დიდი მადლობა.ერთერთი რიგითი გულშემატკივარი.
bebeto
05 ნოემბერი 2016 04:34
0
პარლამენტსჰია სჰენი ადგილი...კველა სჰენი დზმაკაცი იკ არის,,გაგიკეტებენ საკმეს,მტავარია იოცნებო,,ხოდა დეპუტატობის მანდატისგან ისიამუვნებ..2020 იკარე კენჯი,და ოგონდ იოცნებე.
mamuka
04 ნოემბერი 2016 21:20
0
ფეხბურთიდან სიამოვნებას ვეღარ ვიღებდიო )) ამის მერ გამიკვირდება რომელიმე გუნდმა რომ აიყვანიოს )
dato
04 ნოემბერი 2016 18:22
0
ეს ალბათ ან ბათუმს, ან ტორპედოს ან გორის დილას უმიზნებს,არაა გამორიცხული ფოთიც ,მაგრამ არა მგონია სანაიამ ისურვოს ის.
QWERTY
04 ნოემბერი 2016 17:50
0
ფეხბურთელად სად ჩამოყალიბდა? ტორპედოში არ უთამაშია ხო? ))
კოტე
04 ნოემბერი 2016 16:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული