გიორგი პაპუნაშვილსა და რენე ფერეირას დისკვალიფიკაცია მოუხსნეს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა დააკმაყოფილა თბილისის "დინამოს" საჩივარი და ამ კლუბის ფეხბურთელებს, გიორგი პაპუნაშვილსა და რენე ფერეირას დისკვალიფიკაცია მოუხსნა. შესაბამისად, პაპუნაშვილსა და ფერეირას მომდევნო ტურში თამაშის უფლება აქვთ.

შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილი და ფერეირა სადისციპლინო კომიტიტეტმა 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციითა და ფულადი ჯარიმით უმაღლესი ლიგის მე-9 ტურის მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო დასაჯა. ლანჩხუთში, "გურიასთან" გასვლით შეხვედრაში ფეხბურთელებმა ერთმანეთში ჩხუბის გამო წითელი ბარათები მიიღეს.

- მსაჯმა ორი დინამოელი ერთმანეთში ჩხუბის შემდეგ გააძევა [VIDEO]
- გურია-დინამო (თბ) 0:2 - ეს "დინამოა"!
[VIDEO]


აღსანიშნავია, რომ პაპუნაშვილმა და ფერეირამ 3-3 შეხვედრა უკვე გამოტოვეს. თბილისის "დინამო" კი მომდევნო მატჩს ქობულეთში, "შუქურას" წინააღმდეგ კვირას გამართავს. ვიაჩესლავ გროზნის გუნდი ამ თამაშს დანაკლისით მაინც შეხვდება - სადისციპლინო კომიტეტმა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დინამოელთა თავდამსხმელი ლადო დვალიშვილი დასაჯა, რომელიც საქართველოს თასის 1/2-ფინალურ მატჩში "ტორპედოსთან" გააძევეს.

- დინამო (თბ)-ტორპედო 2:3 - გროზნის ჩამწარებული დებიუტი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 16 /
მოვიტხოვ გულსჰემატკივრები ლევანისგან ტავის გასამარტლებლად მაინც მოუხსენიტ სხვებსაც.
ბაჯო
22:04 04-11-2016
0
ასე აძულებენ დანარჩენ საქართველოს "დინამოს" და მერე უკვირთ --რატომ ხდება გულშემატკივრებს შორის ჩხუბიო.უსამართლოდ რომ იქცრვა ფედერაცია ,აი ეს ბადებს სიძულვილს.
mamulo
21:27 04-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული