"ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტი: სფფ-ის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ!

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტმა ლევან გულორდავამ Sportall.ge-სთან სფფ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის თანახმად, "ზუგდიდი"-"სიონის" შეხვედრა 6 ნოემბერს, სამტრედიაში გაიმართება.

მანამდე საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" სპორტულმა დირექტორმა მერაბ პერტაიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ ფედერაციიდან გარკვეულ პირებს კლუბის უმაღლესი ლიგიდან გაგდება სურთ. კლუბის ვიცე-პრეზიდენტი კი სხვანაირად ფიქრობს.

-  სფფ: "ზუგდიდი"-"სიონის" შეხვედრა 6 ნოემბერს, სამტრედიაში გაიმართება
- "სფფ-დან გარკვეულ პირებს "ზუგდიდის" უმაღლესი ლიგიდან გაგდება სურთ"

"მინდა განვაცხადო, რომ კლუბს სფფ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისადმი და კიდევ იმ ჟურნალისტების მიმართ, ვინც "ზუგდიდზე" წერენ, პრეტენზიები არ აქვს.

როცა სფფ-ის წარმომადგენლები სტადიონზე მოვიდნენ, ის მართლაც არ იყო კარგ პირობებში, მაგრამ იმდენად გვსურდა, ეს პრინციპული შეხვედრა ჩვენთან ჩატარებულიყო, მეორე დღეს სრულად მოვაწესრიგეთ მინდორი. ამის შემდეგ სფფ-ს თხოვნით მივმართეთ, რომ შეხვედრა ჩვენს მოედანზე ჩატარებულიყო, რაზეც უარი მივიღეთ.

პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას და სამტრედიაში მოსაგებად გავემგზავრებით", - გვითხრა გულორდავამ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოეშვი ბიძიკო ფედერაცციის ლაქუცს ,და გუნდს მიხედეთ გუნდი არ გავარდეს თორემ ზუგდიდელები არასდროს დაივიწყებენ პირადად შენს მავნებულ ჩართულობას გუნდის საქმეებში,რომელიც ასე თუ ისე მაინც სტაბილური გუნდის შტაბეჭდილებას ტოვებდა.ხოლო თქვენ კი გუნდში ოფიციალუ შეეხვედრებში ათობით ფეხბურთელებს სინჯავდით გუნდი ყოველ ტურს სხვადასხვა შემადგენლობით თამაშობდა,გუნდიდან გააქციეთ ზუგდიდელი კაცი ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა რომლის სახელითაც ბევრ ზუგდიდელს გვიამაყია და ვამაყობთ კიდეც ,მხოლოდ თქვენ ,გოგოხიამ და ინალიშვილმა ,ვერ კიარა არ დააფასეთ ბატონი ოთარ გაბელია და იძულებული გახადეთ გუნდიდა წასულიყო,დ ავიღაც უკაინელ ... ჩააბარეთ გუნდი,ხოდა რა შედეგიც მივიღეთ ყველა ვხედავთ.ასე რომ შენ, გოგოხიამ, და ინალიშვილმა,მიხედეთ თქვეს გაფუჭებულ საქმეს ბიძიკო.
თენგო
12:44 05-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული