შეგახსენებთ, რომ Sportall.ge-ს მიერ დღეს მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ტრიბუნალმა ორივე ფეხბურთელს 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოუხსნა. სწორედ ამ ინფორმაციას მოყვა სოციალურ ქსელში ტრიბუნალის დადგენილების გამოქვეყნება, რომლიდანაც ირკვევა, რომ საფეხბურთო დავების განმხილველმა სპორტულმა ტრიბუნალმა ფეხბურთელებს სასჯელი კი არ მოუხსნა, არამედ საქმის განხილვა გადადო.
- გიორგი პაპუნაშვილსა და რენე ფერეირას დისკვალიფიკაცია მოუხსნეს
საქმე იმაშია, რომ თბილისის "დინამომ" ფეხბურთელთა 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა ტრიბუნალის დებულების 7.1
ასე რომ მანამ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი, ფეხბურთელებს შეეძლებათ თამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პაპუნაშვილი და რენე მომდევნო ტურში "შუქურასთან" თამაშს შეძლებენ. აქვე გეტყვით, რომ პაპუნაშვილმა და ფერეირამ 3-3 შეხვედრა უკვე გამოტოვეს.