ლადო ბურდული: "ზუგდიდის" სპორტულ დირექტორს კორექტულობისკენ მოვუწოდებ!

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონის" გენერალურმა დირექტორმა ლადო ბურდულმა Sportall.ge-სთან საუბრისას იმ ბრალდებებს უპასუხა, რომელიც ბოლო დღეებში მისი მისამართით გამოითქვა.

შეგახსენებთ, რომ "ზუგდიდის" სპორტულმა დირექტორმა მერაბ პერტაიამ გუშინ, 4 ნოემბერს, "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ ფედერაციიდან გარკვეულ პირებს მისი კლუბის უმაღლესი ლიგიდან გაგდება სურთ და სწორედ ამითაა განპირობებული ის ფაქტი, რომ "ზუგდიდი"-"სიონის" დაპირისპირება არა ზუგდიდში, არამედ სამტრედიაში ჩატარდება.

მოგვიანებით კი კლუბის გულშემატკივრებმა ბურდულს მაფიოზიც უწოდეს...

- სფფ: "ზუგდიდი"-"სიონის" შეხვედრა 6 ნოემბერს, სამტრედიაში გაიმართება
-  "სფფ-დან გარკვეულ პირებს "ზუგდიდის" უმაღლესი ლიგიდან გაგდება სურთ"
-  "ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტი:
სფფ-ის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ!


"ეს არც ჩემი და არც ლევან კობიაშვილის დაგეგმილია. მე და ლევანი ნამდვილად კარგი მეგობრები ვართ, წლების განმავლობაში ნაკრებში ერთად ვთამაშობდით, მანამდე "დინამოშიც"... ჩვენს მეგობრობას არავინ უარყოფს და არავინ მალავს, მაგრამ ის, რომ ამ მეგობრობის გამო ლადო ბურდულს ეროვნულ ჩემპიონატში ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან დახმარება აქვს, ეს სისულელეა.

საერთოდ, ამაზე მოკლე პასუხის გაცემა შემიძლია: თუ სფფ ლადო ბურდულის გუნდს ეხმარება, მაშინ ის სატურნირო ცხრილში იმ პოზიციაზე არ უნდა იყოს, რომელზეც ახლაა!

ძალიან დიდ პარტივს ვცემ ზუგდიდელებს და მათ გუნდს. გულშემატკივრებთან არასწორი ინფორმაციაა მისული და სწორედ აქედან გამომდინარეობს მათი მსგავსი საუბარი. მოვუწოდებ, იყვნენ კორექტულები და განსაკუთრებით, ამას კლუბის სპორტულ დირექტორს მოვუწოდებ.

2 თუ 3 წლის წინ, როცა "ზუგდიდი" უმაღლესი ლიგიდან გავარდა, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც 16-გუნდიან ჩემპიონატს დათანხმდა. ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ზუგდიდს პატივს ვცემ, ქობულეთსაც, ფოთსაც, სამტრედიასაც... იმიტომ ვიყავი ამის მომხრე, რომ არ მსურდა იმ ქალაქებში ფეხბურთი დაკარგულიყო.

იქნებ "ზუგდიდის" სპორტულმა დირექტორმა სწორედ ის გაიხსენოს, თუ ვინ აწია მაშინ ხელი. და თუ ფიქრობენ, რომ მხოლოდ ზვიად სიჭინავამ მიიღო გადაწყვეტილება მათი უმაღლეს ლიგაში დარჩენის შესახებ, ძალიან ცდებიან - ჩვენ ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ. ჩვენ ვიზრუნეთ იმაზე, რომ ამ რეგიონებში ფეხბურთი არ მომკვდარიყო!

ის, რომ კლუბის სპორტული დირექტორი ერთს იძახის, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი - მეორეს, ეს, შესაძლოა, შიდაგანხეთქილება იყოს და სხვაზე გადაბრალება არასწორია. ხვალ უნდა იყოს ფეხბურთი, სიყვარული და არ უნდა იყოს ზუგდიდელთა ძალით ამხედრება. მათ მიმართ დიდ პატივისცემას გამოვხატავ და გულშემატკივარს მოვუწოდებთ, რომ კლუბის შიგნით მოაგვარონ პრობლემები.

საჩხერის "ჩიხურაც" ლადო ბურდულისაა, "ტორპედოს" გორში რომ უმასპინძლა?! ფოთის "კოლხეთიც" ჩემია, ქობულეთში რომ თამაშობს?! "ზუგდიდს" სტადიონის მოსამზადებლად საკმაო ხანი ჰქონდა და ადრე ეზრუნა ამაზე...

ბოლნისის "სიონს" 2 წლის განმავლობაში საკუთარ მოედანზე თამაშის უფლება არ ჰქონდა. კარგი ამინდის დროს სტადიონი მართლაც იდეალურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ დრენაჟი არ იყო მომზადებული და წვიმის დროს სტადიონი ცუდ მდგომარეობაში იყო. სანამ დრენაჟი არ გამოვასწორეთ, სფფ ჩვენს მოედანზე თამაშის ნებას არ გვრთავდა. გვწერდნენ წერილებს, სადაც გვეკითხებოდნენ, რომ თუ გუნდი წინა დღეს ჩამოვიდა, სასტუმროში დაბინავებისა და კვების თანხა გადაიხადა, მომდევნო დღეს კი წვიმა წამოვიდა, რა უნდა ვქნათ?! ამიტომ, სანამ დრენაჟი გამოსწორდებოდა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვთამაშობდით. "ზუგდიდსაც" იქ ვუმასპინძლეთ და არცერთ ბოლნისელს ხმა არ ამოუღია. მივიღეთ შენიშვნები სფფ-სგან და სტადიონის გაუმჯობესებაზე ვიზრუნეთ.

19 ნოემბერს ბოლო მატჩი გვაქვს ბათუმის "დინამოსთან". დარწმუნებული ვარ, სფფ-ს წარმომადგენლები ჩამოვლენ, ნახავენ მოედანს და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, გვათამაშონ თუ არა საკუთარ მოედანზე. დარწმუნებული ვარ, რომ მოედანი კარგ მდგომარეობაში იქნება. "დილასთან" მატჩამდეც წვიმდა, მაგრამ მაშინ სტადიონის მწყობრში მოყვანა დროულად მოვახერხეთ.

ჩემი და ლევან კობიაშვილის მეგობრობა ამ შემთხვევაში არაფერს ნიშნავს. მე სხვანაირი დახმარება ვიცი: აი, ისეთი, როცა ჩემპიონატიდან ვარდები და დაბრუნებაში გეხმარებიან. არცერთ მატჩისას მსაჯებისადმი და ვინმე სხვის მიმართ პრეტენზია არ მქონია: მოსაგები მატჩი მოვიგეთ, წასაგები - წავაგეთ. დღეს რომ ამ ადგილას ვართ, ეს ჩვენი ბრალია, რაღაც საკითხებში შეცდომები დავუშვით. "ზუგდიდმაც" საკუთარ თავში ეძებოს პრობლემები...

ამიტომ, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და ჩვენს გუნდებს მივხედოთ. და თუ საუბრობენ ჩემზე, ისაუბრონ ფაქტებით. ჩვენც ვყოფილვართ მსგავს სიტუაციაში, მაგრამ ჩვენი გულშემატკივარი სფფ-ს მიმართ არ აგვიმხედრებია - ვიმეორებ, 2 წელი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვითამაშეთ!", - გვითხრა ბურდულმა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ლადო მაგარი კაცია, ობიექტურად მსჯელობს
gigi
14:13 06-11-2016
0
Zugdidshi Ari's sruli vakxanalia! Vigac arsaidan moduli gulordava vice-prezidentad danishnes. Magan mere trwnerobac moindoma da faqtiurad egaa trwnwri. Gamgeobam tavisive micemuli fulebi shechama inalishviltan ertad da ukrainelebs abralebs!amas unda mixebva da adre iyo qulebi asagwbi tu darchena undodat
andro
08:47 06-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული