უმაღლესი ლიგა. XII ტური: ვიაჩესლავ გროზნის პირველი მოგება

AutoSharing Option
6 ნოემბერს უმაღლესი ლიგის XII ტურის 3 მატჩი გაიმართა.

"ზუგდიდმა" ბოლნისის "სიონს" სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და ანგარიშით 0:3 დამარცხა.

თბილისის "ლოკომოტივმა" "ცხინვალს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. დუბლის ავტორი გეგა დიასამიძე გახდა.

თბილისის "დინამომ" ვიაჩესლავ გროზნის თავკაცობით პირველი მატჩი მოიგო. "დინამო" ქობულეთის "შუქურას" ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

ქუთაისის "ტორპედოსა" და ლანჩხუთის "გურიას" შორის მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე"
ზუგდიდი-სიონი 0:3
გოლები: 0:1, 0:2 დავით ვოლკოვი (პენ. 31, 38), 0:3 გიორგი ჯანელიძე (78)

თბილისი, "მიხეილ
მესხი"
ლოკომოტივი-ცხინვალი 2:0
გოლები: 1:0, 2:0 გეგა დიასამიძე

ქობულეთი, "ჩელე არენა"
შუქურა-დინამო (თბ) 0:1
გოლი: 0:1 ზაზა ჭელიძე (30)

ფოტო: fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
გაიხარა ბურდულმა და სიონმა.გიხაროდეს კობიაშვილო მუჯირო, ვადაჭკორია. რა ნამუსით ჩამოხვალთ ზუგდიდში.რატო არ ჩამოვიდა პრინციპულ თამაშზე ვინმე დასასწრებად ადრე ხომ ჩამოდიოდით კობიაშვილო.რამდენი პატივისცემა გვონდა თქვენი.
0
გილოცავთ ბატონო ლადო მოგებას !!!!!!
ანზორი
18:44 06-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული