კიდევ ერთი გარიგებული მატჩი - "ლიახვი" და "იმერეთი" მკაცრად დაისაჯნენ

AutoSharing Option
15 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

მთავარი საკითხი პირველი ლიგის მორიგ მატჩზე მიღებული უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიში იყო. 8 ნოემბერს, ხონის "იმერეთისა" და ცხინვალის "ლიახვის" მატჩის შედეგზე (5:1) მოხდა საეჭვო მანიპულირება, რასაც თფა-ს რაპორტი ადასტურებს. სადისციპლინო კომიტეტი დამატებით გაეცნო ფირს, მოუსმინა მხარეებს და გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:

მატჩის შედეგი გაუქმდა. ხონის "იმერეთი" რაპორტში ზედიზედ მეორედ მოხვედრისა და სხვა მამხილებელი გარემოებების გამო მოხსნილია გათამაშებიდან, გაუნულდა აქამდე დაგროვილი ქულები და დარჩენილ მატჩებში ჩაეთვლება 0:3 წაგება.
გუნდის მენეჯერ სოსო ჩაკვეტაძეს სამუდამოდ აეკრძალა ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა.

ცხინვალის "ლიახვი" დაჯარიმდა 10 000 ლარით და ჩამოაკლდა 6 ქულა.

სადისციპლინო კომიტეტის განცხადებით, ფედერაციას მიეცა მითითება, რომ გააგრძელოს მუშაობა სხვა შესაძლო დამნაშავე პირების გამოვლენისა და შუამდგომლობის წარმოდგენის შესახებ.

სხვა საკითხებზე სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა ასეთი გადაწყვეტილებები მიიღო: მეორე ლიგაში ოჩამჩირის "ამირანს" ფეხბურთელის არამართლზომიერი მონაწილეობის გამო "ალგეთთან" მატჩში ჩაეთვალა 0:3 წაგება, ჩამოაკლდა 3 ქულა და დაჯარიმდა 400 ლარით.

ასევე მეორე ლიგაში, "ვარკეთილი"-"შევარდენის" მატჩში მოედანზე შესვლისა და მსაჯისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო სტუმართა გუნდის უფროსი გიორგი ნემსაძე დასჯილია 3 მატჩით და 400 ლარით.

gff.ge

მკითხველის კომენტარები / 17 /
ეგ გასაგებია ჩაცხობილი თამაშები მაგრამ ეგ საკმარისია დამნაშავეები თუ დაისჯებიან
fofa
16 ნოემბერი 2016 03:53
0
ამათ სახელმწიფო დაფინანსება რაგად უნდათ ტოტალიზატორით შოულობენ ფულს
gio
16 ნოემბერი 2016 01:53
0
ტოტალიზატორზე თამაშობს საქართველოს ჩემპიონატის ყველა ლიგის ყველა გუნდი და ნაკრები, ეს არის ახალი ფედერაციის და კობიაშვილის ძირითადი მიღწევა
megre
15 ნოემბერი 2016 22:43
0
ნემსაძე რომ შევარდა და მსაჯს გადაწყვეტილება შეაცვლევინა სირცხვილია უბრალოდ,მითუმეტეს ნემსაძისგან რომელიც წლები პროფესიონალური ფეხბურთელი იყო და ნაკრების ერთ ერთი ლიდერი
gio
15 ნოემბერი 2016 22:01
0
აგერ ძმაო მარტალი ყოფილა ლიახვის მწვრტელი უარი რომ ტქვა გუნდის ტამაშზე გაყვანაზე. რა სიბინძურე ბოლო აღარ უჩანს. ფუ ყველა თქვნი დედები ვინც თამაშის გარიგებაშI მხართ მონაწილე
guro
15 ნოემბერი 2016 21:45
0
თუ როგორც ფედერაციას აწყობს ისე იღებთ ამ გადაწყვწეტილებებს?
gulshematkivari
15 ნოემბერი 2016 21:18
0
და სალხინო ბეთლემის თამაშზე არაფერი მომხდარა?
gulshematkivari
15 ნოემბერი 2016 21:18
0

სიახლეები პოპულარული