სტეფან ველევმა და მატია შპიჩიჩმა თბილისის "დინამო" დატოვეს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ორმა ლეგიონერმა, ბულგარელმა სტეფან ველევმა და ხორვატმა მატია შპიჩიჩმა კლუბი დატოვეს.

აღნიშნული ინფორმაცია თბილისური კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. ფეხბურთელებსა და კლუბს შორის კონტრაქტის გაწყვეტა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა. შეგახსენებთ, რომ "დინამომ" ორივე ლეგიონერი წელს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეიძინა.

გარდა ფეხბურთელებისა, თბილისის "დინამო" ასევე აკადემიის ბულგარელმა მთავარმა მწვრთნელმა, ვესელინ ბრანიმიროვმა დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ნახევარი მილიარდი მქონდეს და დინამოს ერთი 20 მილიონი არ დავახარჯო? ტფუუუი! ბაზებს არ ვგულისხმობ!
0
ველევი იყო საკმაოდ კარგი ფეხბურთელი,ის საყრდენი ნახევარმცველია და ესენი მარჯვენა მცველად ათამაშებდნენ,ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელად მოიაზრება,მისი დატოვება დინამოს ნამდვილად წაადგებოდა თუ სწორად გამოიყენებდნენ.
bebeto
19:25 16-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული